კრიშტიანუ რონალდუმ ბუფონი გაამხნევა
Aa
Aa

კრიშტიანუ რონალდუმ ბუფონი გაამხნევა

„ჩემპიონთა ლიგის“ მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოვარდნილი „იუვენტუსის“ კიპერი ჟურნალისტებთან მატჩის შემდგომ კომენტარს აკეთებდა, როდესაც მასთან მადრიდელთა ვარსკლავი - კრიშტიანუ რონალდუ მივიდა და გადაეხვია.

ბუფონი მაიკლ ოლივერის გადაწყვეტილებამ გააღიზიანა, რომელმაც 93-ე წუთზე „რეალის“ სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ვეტერანმა გოლკიპერმა საკუთარი ემოციები ვერ მოთოკა და ინგლისელმა მსაჯმა იგი მოედნიდან გააძევა.

რონალდოს გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის გატანა არ გასჭირვებია, რის შედეგადაც „სამეფო კლუბმა“ ორი მატჩის ჯამში 4-3 იმარჯვა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

პორტუგალიელმა საკუთარი პატივისცემა იტალიელის მიმართ მატჩის შემდეგ გამოხატა და ჟურნალისტებთან მოსაუბრე ბუფონს ჩაეხუტა.

 

ლეგენდარულმა იტალიელმა მსაჯის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და განაცხადა; “გუნდმა ყველაფერი გაააკეთა იმისთვის, რომ თამაში შემოეტრიალებინა, თუმცა ყველაფერი ერთმა ადამიანმა გაანადგურა. ნათელია, რომ შენ გულის მაგივრად სანაგვე ურნა უნდა გქონდეს, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო. ამასთან ერთად, თუ არ გაქვს იმ დონის მენტალიტეტი, რომ ასეთ თამაშებში იმსაჯო, უნდა დაჯდე ტრიბუნაზე მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად და ჩიპსები ჭამო და სპრაიტი დალიო. არ შეიძლება ასეთ მომენტებში გუნდს ოცნებები დაუნგრიო“.

მოგვიანებით ესპანურ რადიოსადგურთან ინტერვიუში ჯიჯიმ განაცხადა:“ორი მატჩის ჯამში მადრიდის „რეალმა“ მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა. მე მათ საუკეთესოს ვუსურვებ. ყოველთვის დიდი პატივია მათ წინააღმდეგ თამაში, თუმცა ობიექტურად ჩვენ მინიმუმ დამატებით დროს ვიმსახურებდით“. "რეალი" - "იუვენტუსი" - მატჩის შემდეგ ხმამაღალი კომენტარები გაკეთდა! ''რეალი'' - ''იუვენტუსი'': მატჩის შემდგომი კომენტარები

''რეალი'' - ''იუვენტუსი'': მატჩის შემდგომი კომენტარები

დელ პიერო: "ბუფონი მართალი არ იყო"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები