NBA-ს ფლეი-ოფის პირველი რაუნდის წყვილები ცნობილია!
Aa
Aa

NBA-ს ფლეი-ოფის პირველი რაუნდის წყვილები ცნობილია!

საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონი დასრულდა! დასავლეთ კონფერენციის ბოლო საგზური „მინესოტამ“ დაძაბულ ბრძოლაში „დენვერის“ ოვერტაიმში დამარცხების შემდეგ მოახერხა.

ფლეი-ოფი NBA-ში ამ უქმეებზე დაიწყება და პირველი რაუნდის წყვილებიდან გამომდინარე საკმაოდ კარგი სანახაობა გველის.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი „ტორონტო“ „ვაშინგტონს“ დაუპირისპირდება. „ბოსტონს“ „მილოუკის“ წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. „ფილადელფია“ „მაიამის“ შეხვდება, ხოლო ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდი“ მეორე რაუნდში გასვლისთვის „ინდიანასთან“ იბრძოლებს.

დასავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანი „ჰიუსტონი“ ჯიმი ბატლერის „მინესოტას“ დაუპირისპირდება. ყველაზე საინტერესო „გოლდენ სტეიტისა“ და „სან ანტონიოს“ სერიაა. „პორტლენდი“ „ნიუ ორლეანს“ შეხვდება, ხოლო მეოთხე ადგილზე გასული „ოკლაჰომა“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას „იუტასთან“ დაიწყებს.

დასავლეთ კონფერენცია

1 ჰიუსტონ როქეთსი - 8 მინესოტა ტიმბერვულვზი

2 გოლდენ სტეიტ უორიორსი - 7 სან ანტონიო სპურსი

3 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი - 6 ნიუ ორლეან პელიკანსი

4 ოკლაჰომა სითი თანდერი - 5 იუტა ჯაზი

აღმოსავლეთ კონფერენცია

1 ტორონტო რაპტორსი - 8 ვაშინგტონ ვიზარდსი

2 ბოსტონ სელტიკსი - 7 მილოუკი ბაქსი

3 ფილადელფია სევენთი სიქსერსი - 6 მაიამი ჰიტი

4 კლივლენდ კავალიერსი - 5 ინდიანა პეისერსი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები