Aa
Aa

"მანჩესტერ სიტი" - "ლივერპული": მატჩის შემდგომი კომენტარები

"ლივერპულმა" "სიტის" ორი მატჩის ჯამში 5:1 სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

"ეტიჰადზე" გამართული მატჩის შემდეგ პეპ გუარდიოლამ და იურგენ კლოპმა განვლილი შეხვედრა შეაფასეს.

პეპ გუარდიოლა: “პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში მატეოსთან (მთავარი არბიტრი) მივედი და ვუთხარი, რომ სანემ გოლი წესების დაცვით გაიტანა და მან მცდარი გადაწყვეტილება მიიღო. სულ ეს იყო. მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ამის შემდეგ მან გამაძევა და ვერ ვხვდები რატომ.

აშკარა იყო, რომ სანემ ბურთი მილნერისგან მიიღო. გოლი უნდა ჩათვლილიყო და შესვენებაზე ჩვენ ორბურთიანი უპირატესობით გავიდოდით.

„ენფილდზე“ სალაჰის გოლი თამაშგარედან გავიდა. ამის შემდეგ, დავიდ სილვამ „მერსისაიდელთა“ კარი წესების დაცვით აიღო, მაგრამ არბიტრმა ეს ვერ დაინახა და გააუქმა. ასეთი ნიუანსები, ამ დონის შეხვედრებში ძალიან ბევრ რამეს წყვეტს. მსაჯებმა შეცდომა დღესაც დაუშვეს.

დღევანდელ მატჩზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, ყველაფერი არჩათვლილმა გოლმა გადაწყვიტა.

„ლივერპულს“ მინდა გამარჯვება მივულოცო. მათ ჩინებული მატჩები ჩაატარეს. ჩვენ კი პრემიერლიგაზე გადართვა მოგვიწევს, სადაც 6 შეხვედრის გამართვა მოგვიწევს.“

 

 იურგენ კლოპი: „ორი მატჩის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ნახევარფინალში ყოფნა დავიმსახურეთ. ჩვენ „სიტის“ ჯამში 5 ბურთი გავუტანეთ და ეს წარმოუდგენელი შედეგია. ჩემი ბიჭებით ვამაყობ.

მატჩის დასაწყისი ისეთი იყო, რომ უფრო უარესს ვერც კი წარმოვიდგენდით. სწრაფი გოლის გაშვების შემდეგ ჩვენ ნელ-ნელა თამაში დავალაგეთ და ტაიმის მიწურულს მომენტებიც შევქმენით.

ვიცოდით, რომ „სიტი“ დიდი ძალებით შემოგვიტევდა და მათი გაჩერება ურთულესი იქნებოდა. ამისთვის მზად ვიყავით და ჩვენი დავალებაც კარგად შევასრულეთ.

დღეს ნამდვილად ამაყი ვარ. ჩვენი მიღწეული შედეგი დასაფასებელია, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის. მოდუნების უფლება არ გვაქვს“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები