Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

ინდიანა - შარლოტა 93 - 119

გამთენიისას საკალთბურთო ასოციაციაში 6 შეხვედრა გაიმართა, ტური ინდიანაპოლისში „შარლოტასა“ და „ინდიანას“ დაპირისპირებით გაიხსნა.

„პეისერსმა“ ვიქტორ ოლადიპოს გარეშე ვერაფერი მოუხერხა „ჰორნეთსს“ და უშანსოდ განადგურდა.

„შარლოტას“ ფრენკ კამინსკიმ ულიდერა 24 ქულით, ორმაგი დუბლი მიითვალა დუაით ჰოვარდმა - 14 ქულა, 17 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან 17 ქულა შესძინა გუნდს მალიკ მონკმა.

„ინდიანას“ რიგებში 5-მა კალათბურთელმა მოახერხა 10 ქულიანი ნიშნულის გადალახვა. სათადარიგო სკამიდან დომანტას საბონისმა ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში.

„შარლოტამ“ სეზონი 36 მოგებითა და 46 მარცხით სეზონი მე-10 პოზიციაზე დაასრულა.

 

იუტა - გოლდენ სტეიტი 119 - 79

გამთენიისას რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრა გამართა „გოლდენ სტეიტმა“. „მეომრები“ სტუმრად „იუტას“ ესტუმრნენ და 40 ქულიანი სხვაობით განადგურდნენ.

„ჯაზმენებმა“ უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს და აღნიშნული პერიოდი 17 ქულიანი სხვაობით წააგეს. პირველი ნახევარი კი „იუტამ“ 29 ქულიანი სხვაობით მოიგო. საბოლოოდ „ჯაზმა“ ყველა მეოთხედში მოახერხა „გოლდენ სტეიტის“ დამარცხება და ამ სეზონში მეორედ „უორიორსი“ 30-ზე მეტი ქულის სხვაობით დაამარცხა.

„იუტას“ რიგებში 6 კალათბურთელი გადაცდა 10 ქულიან ნიშნულს. 22 ქულა შესძინა გუნდს დონოვან მიჩელმა. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა დერიკ ფეივორსს - 16 ქულა, 9 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან 11 ქულა შესძინა გუნდს ჯაე კრაუდერმა.

„გოლდენ სტეიტს“ კლეი ტომპსონმა ულიდერა 23 ქულით. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა კევინ დურანტმა. კევონ ლუნიმ კი 12 ქულა ჩაიწერა აქტივში.

ამ გამარჯვების შემდეგ „ჯაზს“ 48 მოგება დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციის მესამე

 

ატლანტა - ფილადელფია 113 – 121

ზედიზედ მე-15 შეხვედრა მოიგო „ფილადელფიამ“, რომელმაც ამჯერად სტუმრად „ატლანტა“ დაამარცხა.

„ფილას“ ჯეი ჯეი რედიკმა ულიდერა 28 ქულით. სათადარიგო სკამიდან 26 ქულა შესძინა გუნდს ერსან ილიასოვამ. ასევე 20 ქულიანი ნიშნული გადალახა მარკო ბელინელიმ.

„ჰოუქსს“ ტაურონ პრინცმა ულიდერა 27 ქულით. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა ჯონ კოლინსს - 13 ქულა, 9 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან 17 ქულა შესძინა გუნდს ტაილერ დორსიმ.

„ფილადელფია“ 51 მოგებითა და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

ვაშინგტონი - ბოსტონი 113 – 101

ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა „ვაშინგტონმა“. „ვიზარდსმა“ საკუთარ კედლებში „ბოსტონი“ დამაჯერებლად დაამარცხა.

„ჯადოქრებს“ ჯონ უოლმა ულიდერა 29 ქულითა და 12 გადაცემით. ბრედლი ბილმა გუნდს19 ქულა შესძინა. ხოლო სათადარიგო სკამიდან მაიკ სკოტმა 12 ქულა ჩაიწერა აქტივში.

„ბოსტონის“ მხრიდან ჯეილენ ბრაუნი გამოირჩა 27 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალა ალ ჰორფორდმა - 10 ქულა, 14 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან გუნდს 10 ქულა შესძინა გრეგ მონრომ.

43 მოგებითა და 38 მარცხით „ვაშინგტონი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება.

 

სხვა მატჩების შედეგები:

ლეიკერსი - ჰიუსტონი 99 – 105

დალასი - ფენიქსი 97 – 124

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები