Aa
Aa

ზაზამ რეგულარული სეზონი დაასრულა, "გოლდენი" "იუტასთან" განადგურდა

გამთენიისას რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრა გამართა „გოლდენ სტეიტმა“. „მეომრები“ სტუმრად „იუტას“ ესტუმრნენ და 40 ქულიანი სხვაობით 119 - 79 განადგურდნენ.

ზაზა ფაჩულიამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 13 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 4 ქულა, 6 მოხსნა და 2 გადაცემა შესძინა. ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

„ჯაზმენებმა“ უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს და აღნიშნული პერიოდი 17 ქულიანი სხვაობით მოიგეს. პირველი ნახევარი კი „იუტამ“ 29 ქულიანი სხვაობით მოიგო. საბოლოოდ „ჯაზმა“ ყველა მეოთხედში მოახერხა „გოლდენ სტეიტის“ დამარცხება და ამ სეზონში მეორედ „უორიორსი“ 30-ზე მეტი ქულის სხვაობით დაამარცხა.

„იუტას“ რიგებში 6 კალათბურთელი გადაცდა 10 ქულიან ნიშნულს. 22 ქულა შესძინა გუნდს დონოვან მიჩელმა. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა დერიკ ფეივორსს - 16 ქულა, 9 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან 11 ქულა შესძინა გუნდს ჯაე კრაუდერმა.

„გოლდენ სტეიტს“ კლეი ტომპსონმა ულიდერა 23 ქულით. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა კევინ დურანტმა. კევონ ლუნიმ კი 12 ქულა ჩაიწერა აქტივში.

ამ გამარჯვების შემდეგ „ჯაზს“ 48 მოგება დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციის მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები