ბასილაშვილმა თიხის სეზონი გამარჯვებით დაიწყო
Aa
Aa

ბასილაშვილმა თიხის სეზონი გამარჯვებით დაიწყო

მაროკოს ქალაქ მარაკეშში 250-იანთა კატეგორიის საჩოგბურთო ტურნირი დაიწყო, რომელშიც მსოფლიოს 86-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მონაწილეობს.

26 წლის ქართველმა მიმდინარე სეზონში თიხის საფარზე პირველი მატჩი ჩაატარა და გათამაშების 1/16 ფინალურ სტადიაზე, ახალგაზრდა იტალიელ მატეო ბერეტინის 2 სეტში აჯობა.

ბასილაშვილმა პირველი პარტია ტაიბრეიკზე აიღო, მეორე სეტში კი ერთი ბრეიკი შეასრულა და თამაში 1 საათსა და 36 წუთში დაასრულა.

ნიკოლოზს პირველი მოწოდების 66%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, 2 ეისი მოაწოდა და არცერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია.

ტურნირის 1/8 ფინალში ქართველის მოწინააღმდეგე ხვალ გაირკვევა, როცა შესანიშნავ ფორმაში მყოფი გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი და ადგილობრივი ლამინ ოჰაბაბი ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები