ფლოიდ მეივეზერი კონორ მაკგრეგორის ინციდენტს გამოეხმაურა
Aa
Aa

ფლოიდ მეივეზერი კონორ მაკგრეგორის ინციდენტს გამოეხმაურა

კონორ მაკგრეგორის ინციდენტმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ირლანდიელი თავს  „UFC“-ის სამგზავრო ავტობუსს დაესხა და რამდენიმე მებრძოლს სერიოზული დაზიანებებიც მიაყენა.

მაკგრეგორი პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა, ხოლო სასამართლომ იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ირლანდიელის მორიგ გამოხტომაზე კომენტარი ლეგენდარულმა დაუმარცხებელმა მოკრივემ - ფლოიდ მეივეზერმაც გააკეთა.

“Showtime”-თან ინტერვიუში ფლოიდმა განაცხადა:“როდესაც ასეთ სტატუსსა და პოპულარობას აღწევ ღირსეულად უნდა მოიქცე. ვიცი, რომ კონორის ქცევები ჩემთან შეხვედრის წინ უბრალოდ მაყურებლის მოსაზიდად იყო განკუთნილი, თუმცა რინგის გარეთ ყველა სპორტსმენი, მათ შორის კონორიც  ჯენტლმენივით უნდა მოიქცეს“.

საინტერესოა, რომ მეივეზერის რჩევა გარკვეულწილად ორაზროვანია. 2011 წელს ფლოიდმა ოჯახური ძალადობის ბრალდებით გამოსასწორებელ დაწესებულებაში 60 დღე გაატარა. მოკრივემ საკუთარი შვილების თვალწინ ყოფილი მეგობარი გოგონა - ჯოზი ჰარისი სცემა.

ამერიკელი მოკრივე, რომელმაც კარიერა 50 მოგებითა და 0 მარცხით დაასრულა ოქტაგონზე მაკგრეგორთან სავარაუდო რემატჩს განიხილავდა, თუმცა ირლანდიელის ინციდენტის შემდეგ, რამდენად რეალურია “UFC“-ში კონორის ხილვა არავინ იცის.

ცხელი ამბები