Aa
Aa

ხაბიბ ნურმაგომედოვმა მომავალზე და სავარაუდო ოპონენტებზე ისაუბრა

"UFC“-ის მსუბუქ წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს, ნურმაგომედოვმა იაკვინტა დამაჯერებლად დაამარცხა და კონორ მაკგრეგორისთვის ჩამორთმეულ ტიტულს დაეუფლა.

ორთაბრძოლის შემდეგ ნურმაგომედოვმა აღნიშნა, რომ ტიტულის დაცვას იგი ნოემბრამდე არ აპირებს.

საინტერესოა, რომ კონორის თავდასხმისას იგი ავტობუსში იმყოფებოდა, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას მას ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია და ლეგენდარულ ჟორჟ სენ-პიერზე ისაუბრა:“გავიგე ჟორჟი დაბრუნებას აპირებს და ჩემპიონობის მოპოვება ჩემს წონით კატეგორიაში სურს. რატომაც არა?! მზად ვარ მასთან ტიტულისთვის ვიბრძოლო თუ იგი წონასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

„თუ “UFC“ მკითხავს ვისთან მსურს ორთაბრძოლა, ფერგიუსონთან, მაკგრეგორთან თუ სენ-პიერთან ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ჟორჟს ავირჩევ. იგი „UFC“-ის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია“.

ნურმაგომედოვი ასევე მიიჩნევს, რომ ფერგიუსონი ტიტულისთვის მატჩამდე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატს უნდა ეჩხუბოს:“ტონი იმსახურებს ქამრისთვის ბრძოლას, მაგრამ ბოლოს, როდესაც მე ტრამვის გამო გარკვეული დროით დასვენება მომიწია “UFC”-ის ხელმძღვანელობამ მითხრა:“თუ დაბრუნება გსურს, რომელიმე ძლიერი მეტოქე უნდა დაამარცხო“. ტონიც ასე უნდა მოიქცეს! მსუბუქ წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს და მასთან შეხვედრას დამსახურება უნდა. დაამარცხოს ტოპ-5 პრეტენდენტიდან რომელიმე და ეს სავსებით საკმარისი იქნება ჩემთან დაპირისპირებისთვის“.

საინტერესოა, რომ ხაბიბი კონორის საკითხსაც შეეხო და ირლანდიელს ქათამი უწოდა.

თუ ჩემს მომავალ ოპონენტად იმ ქათამ მაკგრეგორს განიხილავთ, ნებისმიერ დროს მზად ვარ მას დავუპირისპირდე და მისი სიმხდალე დავამტკიცო. მეგობრებო ჯუნგლებს ახალი მეფე ჰყავს, რომელიც ყველაფერს შეცვლის“.

ინტერვიუს დასასრულს ხაბიბმა მომავალზე ისაუბრა და განაცხადა:“ცოტა ხნით დასვენება მსურს, რამადანის დროს ნამდვილად ვერ ვივარჯიშებ. ნიუ-იორკი მომწონს, „UFC” აქ ნოემბერში ბრუნდება, სწორედ ამ დროს ვაპირებ ტიტულის დაცვას“.

კონორ მაკგრეგორი პოლიციას ჩაბარდა! ირლანდიელი მორიგ სკანდალში გაეხვა

ცხელი ამბები