Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

დეტროიტი - ტორონტო 98 - 108

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში 9 შეხვედრა გაიმართა, ტური დეტროიტში „პისტონსისა“ და „ტორონტოს“ დაპირისპირებით გაიხსნა. კანადელებმა მეორე ნახევარი 13 ქულიანი სხვაობით მოიგეს და სასურველი შედეგის მიღწევა არ გასჭირვებიათ.

„დეტროიტის“ მხრიდან ლუკ კენარდი გამოირჩა 20 ქულით. 16 ქულა შესძინა გუნდს რეჯი ჯექსონმა. სათადარიგო სკამიდან 15 ქულა ჩაიწერა აქტივში იშ სმიტმა.

„ტორონტოს“ იონას ვალანჩუნასმა ულიდერა 25 ქულით. 16 ქულა შესძინა გუნდს დემარ დეროუზანმა. ორმაგ დუბლამდე ერთი გადაცემა დააკლდა კაილ ლოურის - 11 ქულა, 9 გადაცემა.

59 მოგებითა და 22 მარცხით „რაპტორსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერია.

 

მაიამი - ოკლაჰომა 93 – 115

პლეიოფის საგზური გაინაღდა „ოკლაჰომამ“. „თანდერმა“ გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე მეოთხედში მოიპოვა და აღნიშნული მონაკვეთი 27 ქულიანი სხვაობით 39-12 მოიგო.

„ოკლაჰომას“ სამმაგი დუბლით რასელ ვესტბრუკმა ულიდერა - 23 ქულა, 18 მოხსნა, 13 გადაცემა. 27 ქულა შესძინა გუნდს პოლ ჯორჯმა. სათადარიგო სკამიდან 17 ქულის მოგროვება მოახერხა ჯერამი გრანტმა.

„მაიამის“ მხრიდან ჯოშ რიჩარდსონი გამოირჩა 18 ქულით. 16 ქულა შესძინა გუნდს ჰასან უაითსაიდმა. სათადარიგო სკამიდან 12 ქულა ჩაიწერა აქტივში ჯასტის უინსლოუმ.

47 მოგებითა და 34 მარცხით „თანდერი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება.

 

სან ანტონიო - საკრამენტო 98 – 85

მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო „სან ანტონიომ“. ტეხასელებმა დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი - "საკრამენტო" დამაჯერებლად დაამარცხეს და პლეიოფის საგზურის გაინაღდეს.

„სპურსს“რუდი გეიმ ულიდერა 18 ქულით. 17 ქულა შესძინა გუნდს მანუ ჯინობილიმ. ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში ლამარკუს ოლდრიჯმა - 15 ქულა, 14 მოხსნა.

„მეფეების“ მხრიდან ვილი კოლი-შტაინი გამოირჩა 25 ქულითა და 10 მოხსნით. 21 ქულა შესძინა გუნდს დეაარონ ფოქსმა. 17 ქულა შესძინა გუნდს ბადი ჰილდმა.

47 მოგებითა და 34 მარცხით „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილს იკავებს.

 

დენვერი - პორტლენდი 88 – 82

დღევანდელი ტურის ცენტრალური მატჩი კოლორადოში გაიმართა, სადაც „დენვერმა“ „პორტლენდი“ დაამარცხა და საპლეიოფო საგზურისთვის ბრძოლა განაგრძო.

„ნაგეთსის“ რიგებში ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა სამმაგი დუბლით - 15 ქულა, 20 მოხსნა, 11 გადაცემა. 22 ქულა შესძინა გუნდს უილ ბარტონმა. ტრამვის შემდეგ დაბრუნებულმა გარი ჰარისმა კი სათადარიგო სკამიდან 12 ქულა მიითვალა.

„ტრეილ ბლეიზერსს“ ტრადიციულად დემიან ლილარდმა ულიდერა 25 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალა იუსუფ ნურკიჩმა - 20 ქულა, 19 მოხსნა.

46 მოგებითა და 35 მარცხით „დენვერი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.

 

კლიპერსი - ნიუ ორლეანი 100 - 113

გასული ტურის დასკვნითი შეხვედრა ლოს-ანჯელესში გაიმართა, სადაც „პელიკანსმა“ „კლიპერსი“ დაამარცხა და საპლეიოფო საგზური მოიპოვა.

„ნიუ ორლეანს“ ენტონი დევისმა ულიდერა 28 ქულით. 24 ქულა და 16 მოხსნა ჩაიწერა აქტივში ნიკოლა მიროტიჩმა. სათადარიგო სკამიდან 13 ქულა შესძინა გუნდს იან კლარკმა.

„კლიპერსის“ მხრიდან სინდარიუს თორნუელი გამოირჩა 20 ქულით. 11 ქულა შესძინა გუნდს ტობაიას ჰარისმა. ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა ბობან მარიანოვიჩს - 12 ქულა, 9 მოხსნა.

„ნიუ ორლეანი“ 47 მოგებითა და 34 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.

 

სხვა მატჩების შედეგები

ბრუკლინი - ჩიკაგო 114- 105

ნიუ იორკი - კლივლენდი 109 – 123

მილოუკი - ორლანდო 102 – 86

მინესოტა - მემფისი 113 – 94

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები