ჰოლოუეის
Aa
Aa

ჰოლოუეის "UFC" 223-ზე ვეღარ ვიხილავთ! ვის დაუპირისპირდება ნურმაგომედოვი?

ბოლო ორი დღე ალბათ ყველაზე ცუდი პერიოდია "UFC"-ის ისტორიაში. მაკგრეგორის სკანდალს მაქს ჰოლოუეის "UFC" 223-დან გამოთიშვა მოჰყვა.

"ESPN"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მაქსი ფიზიკური კონდიციები სამედიცინო თვალსაზრისით ბრძოლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ მაქსმა ფერგიუსონი ჩაანაცვლა და სწორედ ამიტომ წონის დაგდება და დივიზიონის შეცვლა მოუწია. ჰოლოუეის გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა ჟურნალისტებთან განაცხადა:"მაქსი აპირებდა წონის დაგდებას და სასურველ მიზნამდე ძალიან ცოტა აკლდა. თუმცა საქმეში ექიმები ჩაერთვნენ და მაქსის დიეტა შეაჩერეს, რადგან მას შესაძლოა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მაქსის გადაწყვეტილება არაა, იგი მზად იყო სასურველი წონის მისაღწევად ბრძოლა გაეგრძელებინა, თუმცა ექიმებმა თავისი გაიტანეს".

"Los-angeles Times"-ის მიხედვით ნურმაგომედოვის სავარაუდო მეტოქე ენტონი პეტისი იქნება, რომელსაც თავდაპირველად მაიკლ კიეზასთან უნდა ეჩხუბა, თუმცა რიგ მიზეზთა გამო კიეზა რინგზე გამოსვლას ვერ ახერხებს და შესაბამისად ენტონი ხაბიბს დაუპირისპირდება.

პეტისს უკანასკნელი 7 ბრძოლიდან 5 წაგებული აქვს და დაუმარცხებელ ხაბიბთან აშკარა აუტსაიდერია.

ბოლოდროინდელი ინფორმაციით პერვისმა და ფელდერმა  ხაბიბთან ბრძოლაზე უარი განაცხადა. რის შემდეგაც "UFC"-ის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები ალ იაკინტასთან დაიწყო. ვის წინააღმდეგ მოუწვს ნურმაგომედოვს გამოსვლა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მატჩში იგი აშკარა ფავორიტი იქნება.

კონორ მაკგრეგორის გუშინდელი  სკანდალის შემდეგ "UFC"-ის სამი მებრძოლი გამოაკლდა, აქედან ორი - კიეზა და რეი ბორგი "UFC" 223-ში მონაწილეობას ტრამვის გამო ვერ მიიღებენ, ხოლო არტემ ლობოვი დანა უაითმა ინციდენტში უშუალო ჩართულობის გამო დასაჯა.

"UFC" 223-ის რეიტინგმა შესაძლოა სერიოზული ვარდნა განიცადოს. მას მხოლოდ ბროკ ლესნარის გამოჩენა თუ უშველის, რომელიც თუ დანა უაითს დავუჯერებთ შესაძლოა ოქტაგონზე ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები