Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

ინდიანა - გოლდენ სტეიტი 126 – 106

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაციის მორიგი ტური ინდიანაში გაიხსნა, სადაც ადგილობრივი „პეისერსი“ „გოლდენ სტეიტს“ დაუპირისპირდა.

„ინდიანამ“ მეორე და მესამე მეოთხედი დამაჯერებლად მოიგო და საბოლოოდ „მეომრებს“ 20 ქულის სხვაობით სძლია

„ინდიანას“ ბოიან ბოგდანოვიჩმა ულიდერა 28 ქულით. 21 ქულა მოაგროვა ვიქტორ ოლადიპომ. ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა დომანტას საბონისს, 21 წლის ფორვარდმა მატჩი 13 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.

“უორიორსის“ მხრიდან კევინ დურანტი გამოირჩა 27 ქულით. 16 ქულა შესძინა გუნდს კლეი ტომპსონმა. ქუინ ქუკმა კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

47 მოგებითა და 32 მარცხით „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.

 

კლივლენდი - ვაშინგტონი 119 - 115

დღევანდელი ტურის ცენტრალური მატჩი კლივლენდსი გაიმართა, სადაც ლებრონ ჯეიმსის „კავალიერსი“ „ვაშინგტონს“ დაუპირისპირდა.

„კავსი“ შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 16 ქულით აგებდა, თუმცა მობილიზაცია მოახერხა და შეხვედრაში 4 ქულიანი სხვაობით იმარჯვა.

„კლივლენდს“ ლებრონმა ულიდერა 33 ქულითა და 14 გადაცემით. 21 ქულა შესძინა გუნდს ჯეფ გრინმა. სათადარიგო სკამიდან 13 ქულით დაასრულა შეხვედრა კაილ კორვერმა.

„ჯადოქრების“ მხრიდან ჯონ უოლი გამოირჩა 28 ქულითა და 14 გადაცემით. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა ბრედლი ბილს - 19ქულა, 9 მოხსნა.
49 მოგებითა და 30 მარცხით „კლივლენდი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

ჰიუსტონი - პორტლენდი 96 – 94

საინტერესო დაპირისპირება გაიმართა ტეხასში, სადაც „ჰიუსტონმა“ კრის პოლის გამარჯვების მომტანი ტყორცნით იმარჯვა.

„როქეთსს“ 32 წლის გამთამაშებელმა ულიდერა 27 ქულით. 24 ქულა ჩაიწერა აქტივში ჰარდენმა. კლინტ კაპელამ კი შეხვედრა 11 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა.

„პორტლენდის“ რიგებში იუსუფ ნურკიჩი გამოირჩა 14 ქულითა და 11 მოხსნით. 16 ქულა ჩაიწერა აქტივში სი ჯეი მაკკოლუმმა.

„ჰიუსტონი“ 64 მოგებითა და 15 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს.

სხვა მატჩების შედეგები

დენვერი - მინესოტა 100 -96

იუტა - კლიპერსი 117 – 95

მილოუკი - ბრუკლინი 111 - 119

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები