ოფიციალურად: გატუზომ
Aa
Aa

ოფიციალურად: გატუზომ "მილანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა!

იტალიური "მილანის" ხელმძღვანელობამ, კლუბის მთვარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ამის შესახებ მედიას ოფიციალურად დღეს აცნობა.

ახალგაზრდა სპეციალისტი "როსონერის" თავკაცის პოსტზე 2021 წლის ზაფხულამდე იმუშავებს და როგორც აპენინური პრესა წერს, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 2 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ გატუზო აქამდე პრიმავერას მწვრთნელობისთვის განკუთვნილ ხელფასს, წელიწადში 120 ათას ევროს იღებდა. 

ჯენარო გატუზომ „მილანი“ ნოემბრის ბოლოს ჩაიბარა და იგი იტალიის თასის ფინალში გაიყვანა. რაც შეეხება სერია A-ს, უკანასკნელ 12 ტურში, "შავ-წითლებმა" 8-ჯერ იმარჯვეს, 3-ჯერ მატჩი ფრედ დაასრულეს და ერთხელ დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები