''ბარსელონა'' - ''რომა'' : მატჩის შემდგომი კომენტარები
Aa
Aa

''ბარსელონა'' - ''რომა'' : მატჩის შემდგომი კომენტარები

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში “ბარსელონამ’’ “ნოუ კამპზე’’ 4:1 დაამარცხა იტალიური “რომა.’’ საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენცია გამართა.

“ჩვენ გავიტანეთ გოლები და დავიმსახურეთ გამარჯვება, თუმცა მეტოქე არ იდგა მხოლოდ საკუთარ ნახევარზე, “რომას’’ ფეხბურთელები შეტევებში მონაწილეობდნენ და ერთი გოლი გაგვიტანეს, რაც გამარჯვების მიუხედავად სასიამოვნო ფაქტი არაა, ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა 3:0 მოგვეგო. “რომამ’’ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, იტალიურმა გუნდმა განსაკუთრებით კარგად მატჩის დასაწყისში ითამაშა. ბუსკეტსმა ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა, მას ტრავმამ ოდნავ შეახსენა თავი, ტკივილმა შეაწუხა და ცვლილების მიზეზიც ესაა'' - განაცხადა ვალვერდემ.

ვალვერდეს მსგავსად ''კამპ ნოუზე'' პრესკონფერენცია გამართა ''რომას'' მთავარმა მწვრთნელმა დი ფრანჩესკომ: ''ხალხი ფიქრობს, რომ ძალიან კარგი მეკარეა ალისონი, თუმცა როცა მეტოქის მეკარეც კარგად ასპარეზობს, ხომ უნდა ვაღიაროთ? “ბარსელონა’’ დიდებული გუნდია ბრწყინვალე მეკარით, ტერ შტეგენმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. შეგვეძლო უფრო მეტი გოლის შეგდება, ჩვენ შევქმენით რეალური საგოლე მომენტები, სამწუხაროდ მატჩი “კამპ ნოუზე’’ ჩვენთვის უიღბლო გამოვიდა. ვფიქრობ არ გვითამაშია ცუდად, თუმცა მეტოქემ რამდენიმე შეცდომით ისარგებლა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.’’

საპასუხო მატჩი ''რომასა'' და ''ბარსელონას'' შორის ''სტადიო ოლიმპიკოზე'' 10 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები