Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

დეტროიტი - ფილადელფია 108 – 115

გამთენიისას საკალთბურთო ასოციაციაში 6 შეხვედრა გაიმართა, ტური დეტროიტში - „პისტონსისა“ და „ფილადელფიის“ დაპირისპირებით გაიხსნა.

„სევენთი სიქსერსს“ დეტროიტელების დამარცხება არ გასჭირვებია და ზედიზედ მე-12 მოგება ჩაიწერა აქტივში.

„ფილას“ 25 ქულით ჯეი ჯეი რედიკმა ულიდერა. სათადარიგო სკამიდან 19 ქულა შესძინა გუნდს მარკო ბელინელიმ. ორმაგი დუბლი მიითვალა ერსან ილიასოვამ - 13 ქულა, 11 მოხსნა.

„პისტონსის“ რიგებში ენტონი ტოლივერი გამოირჩა 25 ქულით. მორიგი ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში ანდრე დრამონდმა - 13 ქულა, 15 მოხსნა. „დეტროიტის“ ლიდერმა - რეჯი ჯექსონმა კი შეხვედრა 8 ქულით დაასრულა.

48 მოგებითა და 30 მარცხით „ფილადელფია“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

 

ტორონტო - ბოსტონი 96 – 78

გასული ტურის ცენტრალური მატჩი კანადაში გაიმართა, სადაც „ტორონტომ“ „ბოსტონი“ გაანადგურა.

„რაპტორსს“ დემარ დეროუზანმა ულიდერა 16 ქულით. 15 ქულა შესძინა გუნდს ფრენკ ვანვლიტმა. ასევე 15 ქულით დაასრულა შეხვედრა სერჟ იბაკამ.

„ბოსტონის“ მხრიდან მარკუს მორისი გამოირჩა 21 ქულით. 16 ქულა შესძინა გუნდს ალ ჰორფორდმა.

56 მოგებითა და 22 მარცხით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კოფნერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.

 

ლეიკერსი - სან ანტონიო 122 – 112

საკალათბურთო ასოციაციის გასული ტურის დასკვნითი მატჩი ლოს-ანჯელესში გაიმართა, სადაც „ლეიკერსმა“ ოვერტაიმში „სან ანტონიოს“ სძლია.

„ლეიკერსის“ მხრიდან კაილ კუზმა გამოირჩა 30 ქულით. 21 ქულა შესძინა გუნდს კალდუელ-პოუპმა. სათადარიგო სკამიდან 19 ქულა შესძინა გუნდს ჩენინგ ფრიამ.

„სპურსს“ ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა 28 ქულით. 21 ქულით დაასრულა შეხვედრა დეჟანტე მარიმ. სათადარიგო სკამიდან 14 ქულა შესძინა გუნდს რუდი გეიმ.

34 მოგებითა და 44 მარცხით „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება.

 

სხვა მატჩების შედეგები

ორლანდო - დალასი 105 – 100

ატლანტა - მაიამი - 86 – 115

ნიუ ორლეანი - მემფისი 123 – 95

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები