მილნერმა
Aa
Aa

მილნერმა "ჩემპიონთა ლიგის" რეკორდი გაიმეორა

"ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ლივერპულსა" და "სიტის" შორის, ჯეიმს მილნერმა ასისტი ჩაიწერა, რითაც ამ ტურნირის ისტორიაში ერთ სეზონში გაკეთებული საგოლე პასების რეკორდს გაუთანაბრდა.

ვეტერანმა ნახევარმცველმა მატჩის 21-ე წუთზე ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს გაატანინა და "ჩემპიონთა ლიგის" მიმდინარე გათამაშებაში მე-8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 

აქამდე ერთ სეზონში 8 საგოლე პასი უეინ რუნიმ და ნეიმარმა მიითვალეს. ინგლისელმა ეს 2013-14 წლების სეზონში გააკეთა, ხოლო ბრაზილიელმა 2016-17 წლებში.

აღსანიშნავია, რომ მილნერმა 8 ასისტის შესრულება ყველაზე მცირე დროში შეძლო. მას საამისოდ 452 წუთი დასჭირდა, რუნიმ იგივე 765 წუთში მოახერხა, ნეიმარმა კი - 797-ში.

"ლივერპულის" 32 წლის ვიცე-კაპიტანს, შესაძლოა, წლევანდელ "ჩემპიონთა ლიგაზე" კიდევ 4 მატჩის ჩატარება მოუწიოს, ამისთვის კი მისი გუნდი კიევში გასამართ ფინალში უნდა გავიდეს.

ჯეიმს მილნერი "ლივერპულის" რიგებში 2015 წლიდან თამაშობს, როცა იგი "ენფილდზე" სწორედ "მანჩესტერ სიტიდან" მივიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები