„მადლობა ჯოშუა, ერთი სული მაქვს როდის გიხილავ რინგზე“! უაილდერმა ბრიტანელის გამოწვევა მიიღო
Aa
Aa

„მადლობა ჯოშუა, ერთი სული მაქვს როდის გიხილავ რინგზე“! უაილდერმა ბრიტანელის გამოწვევა მიიღო

დეონტეი უაილდერმა ენტონი ჯოშუას გამოწვევა მიიღო და ბრიტანელს მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ჯოშუამ უაილდერი პარკერთან მატჩის შემდეგ გამოიწვია, ხოლო ამერიკელმა პასუხი არ დააყოვნა და თავის გამოსვლაში განაცხადა:“პირველ რიგში მინდა ჯოშუას გამარჯვება მივულოცო. რამდენად დამსახურებული იყო არავინ იცის, თუმცა მოგება მოგებაა“.

„ენტონი, ძალიან ბედნიერი ვარ რომ, როგორც იქნა ჩემთან შებრძოლება გადაწყვიტე. ვიღებ გამოწვევას და მზად ვარ შეხვედრის გასამართად ბრიტანეთში ჩამოვიდე. დარწმუნებული იყავი, რომ ჩემი გუნდის მხრიდან მოლაპარაკებებისას არანაირი შეფერხება არ იქნება“.

„შენ ასევე განაცხადე, რომ შენი გუნდი მზადაა ჩემს წარმომადგენლებს შეხვდეს, მინდა ვთქვა, რომ ჩემი მენეჯმენტიც მზადაა დეტალებზე სასაუბროდ და რაც უფრო ადრე დავიწყებთ მოლაპარაკებებს მით უფრო მალე დავუპირისპირდებით ერთმანეთს“

„მადლობა ჯოშუა, ერთი სული მაქვს როდის გიხილავ რინგზე“.

უაილდერი, რომელსაც ჩატარებული 40 შეხვედრიდან ყველა მოგებული აქვს,“WBC”-ის ქამრის ფლობელია, სწორედ ეს ტიტული აკლია ჯოშუას კოლექციას. იმ შემთხვევაში თუ ჯოშუამ უაილდერი დაამარცხა, ლენოქს ლუისის შემდეგ იგი პირველი მძიმეწონოსანი მოკრივე გახდება, რომელიც წაუგებელ სერიასთან ერთად ყველა კატეგორიის ქამარს დაეუფლება.

ჯოზეფ პარკერთან გამარჯვების შემდეგ ჯოშუამ განაცხადა:“მეკითხებით ვარ თუ არა საუკეთესო მოკრივე?! 4 ქამარი მაქვს და არცერთი წაგება, ეს ყველაფერზე მეტყველებს. მზად ვარ ნებისმიერ მოკრივეს ნებისმიერ დროს ვეჩხუბო. დარწმუნებული იყავით, რომ „უემბლიზე“ მოწინააღმდეგეს ნოკაუტში აუცილებლად ჩავაგდებ!“

ცხელი ამბები