Aa
Aa

"ხელოვნების ნიმუში" - როგორ გამოეხმაურა ევროპული პრესა რონალდუს "მაკრატელას"

ტურინის „იუვენტუსმა“ მადრიდის „რეალთან“ კიდევ ერთხელ წააგო და შეიძლება ითქვას, რომ ამ ფორმაციის „ბებერი ქალბატონისთვის“ ჩემპიონთა ლიგაზე ეს ბოლო შანსი იყო.

გუშინდელი საღამოს მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ გახდა, რომელმაც ჯანლუიჯი ბუფონს ზღაპრული მაკრატელა გაუტანა და ტურინული პუბლიკისგან აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

მატჩის შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ რონალდუ პელესა და მარადონას დონეზე იმყოფება.

იტალიურ-ესპანური პრესა რონალდუს საოცარ პერფორმანსს ორიგინალური სათაურებით გამოეხმაურა.

გთავაზობთ პრესის ქრონიკას:

მადრიდული AS: რომელი პლანეტიდან ხარ?

მადრიდული Marca: მარტივი შეკითხვა: რომელი პლანეტიდან ჩამოხვედი?

მაქსიმალურად მოკრძალებული იყო კატალონიური Mundo: გუშინ რონალდუ, დღეს მესი.

საქებარი ფრაზები არ დაიშურეს იტალიურმა ტაბლოიდებმაც.

Corriere dello Sport: ხელოვნების ნიმუში.

Tuttosport: სხვა პლანეტიდან.

La Gazzetta dello Sport: ფეხზე წამომდგარი პუბლიკა და აპლოდისმენტები.

ასევე იხილეთ - "შეგიძლია დედამიწა დატოვო და მარსელებს ეთამაშო" - როგორ ეხმაურებიან რონალდუს "მაკრატელას"?

რონალდუს მორიგი რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე.

"რა შემიძლია ვთქვა"? - კრიშტიანუმ საკუთარ "მაკრატელაზე" კომენტარი გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები