ენტონი ჯოშუას სამომავლო გეგმები! პარკერი VS ფიური?!
Aa
Aa

ენტონი ჯოშუას სამომავლო გეგმები! პარკერი VS ფიური?!

ჯოზეფ პარკერის დამარცხების შემდეგ ენტონი ჯოშუამ მძიმე წონით კატეგორიაში "IBO", “WBA”, “IBF”-ის ქამრების კოლექციას "WBO"-ც შემატა.

ბუნებრივია სპეკულაციები უაილდერთან დაპირისპირების შესახებ მატჩის დასრულებისთანავე დაიწყო.

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ჯოშუას უახლოეს მომავალზე ისაუბრეს და მისი კარიერა განიხილეს.

გთავაზობთ მატჩის მონაწილეთა სავარაუდო სამომავლო გეგმებს.

ჯოშუა VS უალიდერს მალე ვერ ვიხილავთ.

ერთადერთი ქამარი, რომელიც ენტონი ჯოშუას აკლია, დეონტეი უაილდერის საკუთრებაში მქონე “WBC“-ია. 

ამერიკელმა მოკრივემ, უარი განაცხადა კარდიფში ჯოშუა-პარკერის მატჩს დასწრებოდა და ორთაბრძოლის შემდეგ ბრიტანელის გამარჯვებას „ძარცვა“ უწოდა. 

ბარი ჰირნმა, რომელიც ჯოშუას პრომოუტერია, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უაილდერთან მომავალ კვირას დაიწყება, თუმცა ორთაბრძოლას ქომაგები მალე ნამდვილად ვერ იხილავენ.

„უაილდერს ნამდვილად გასაოცარი შედეგები აქვს, თუმცა თუ გადახედავთ ორტიზთან მატჩს, ნახავთ, რომ კუბელს ამერიკელის ნოკაუტში ჩაგდებამდე რამდენიმე წამი დააკლდა. ვერ გეტყვით რა გავლენა აქვს ამ ფაქტს მოლაპარაკებებზე, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჯოშუა-უაილდერის მატჩს მალე ნამდვილად ვერ ვიხილავთ“.

ჰირნმა ჯოშუა-უაილდერი რიდიკ ბოუის და ლენოქს ლუისის დაპირისპირებას შეადარა, რომელთა მატჩიც კრივის სამყაროსთვის დღემდე ოცნებად რჩება.

ჯოშუა ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა წავიდეს

ენტონი ჯოშუას მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეობაზე თუ აქვს პრეტენზია, აუცილებელია ამერიკაში წავიდეს. 

ჰირნმა წინა ინტერვიუებში რამდენჯერმე აღნიშნა, რომ სავარაუდო მიმართულებად ლას-ვეგასი და ნიუ-იორკი განიხილება. თუმცა ლეგენდარულმა ბრიტანელმა თავად განაცხადა, რომ არანაირი ინტერესი არ აქვს ამერიკაში წასვლის და შეუძლია შემდეგი შეხვედრა კვლავ ლონდონში ან კარდიფში გამართოს.

„BBC“-ის ერთ-ერთი ექსპერტი ეთანხმება ამ მოსაზრებას და აცხადებს: „თუ მას სურს, რომ მსოფლიომ აღიაროს და კრივის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად შევიდეს, მაშინ მან ამერიკაში აუცილებლად უნდა იჩხუბოს“.

რას ასწავლის ჯოშუას პარკერთან მატჩი?

ბრიტანელს უკვე 21 შეხვედრა აქვს მოგებული, თუმცა რინგზე 12 რაუნდის გატარება პირველად მოუწია. 

აღსანიშნავია, რომ ენტონი ჯერ მხოლოდ 5 წელია რაც პროფესიონალი მოკრივეა და მომავალში საკმაოდ ბევრი რამ ელოდება.

მაიკ კოსტელო ეთანხმება ამ განცხადებას და მიიჩნევს, რომ ჯოშუას ნამდვილად დიდი მომავალი აქვს. მისი წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად გამოიყენებს მომავალ შეხვედრებში ბრიტანელი  მარცხენა ხელს:„დღევანდელი ბრძოლა მისთვის დიდი გაკვეთილი იქნება და დარწმუნებული ვარ რომ ჯოშუა სწორ დასკვნებს გამოიტანს, რაც მას, როგორც მოკრივეს ერთი ორად გაზრდის“.

პარკერი შემდეგ შეხვედრას ტაისონ ფიურისთან გამართავს?

პარკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი არაფერს ნანობს და მის პირველ მარცხს აუცილებლად მოტივაციად აქცევს. 

ახალმა ზელანდიელმა მატჩის დასრულებისთანავე მოითხოვა ბრიტანელთან რემატჩი, თუმცა მათი ხელახალი დაპირისპირება თითქმის არარეალურია. 

პარკერის პრომოუტერმა - დავიდ ჰიგინსმა ჟურნალისტებთან საუბრისას სავარაუდო მეტოქედ ორი მოკრივე დაასახელა - დილიან უაითი და დერეკ ჩისორა. თუმცა საინტერესოა, რომ მოლაპარაკებები ტაისონ ფიურისთანაც მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრიტანელმა მოკრივემ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ ჯოშუა და პარკერი მისი სპარინგ პარტნიორის პოზიციისთვისაც გამოუსადეგარი მოკრივეები არიან.

ცხელი ამბები