Aa
Aa

"ბარსელონა" VS "რომა" - წინასამატჩო პრესკონფერენცია

დღეს "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" რომას" უმასპინძლებს და შეეცდება, რომ ყველაფერი პირველივე მატჩში გადაწყვიტოს.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ერნესტო ვალვერდე: „მეოთხედფინალი არის ეტაპი, როდესაც სუსტი მეტოქე უბრალოდ არ არსებობს. დღევანდელი მატჩისთვის მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ.

„რომა“ ძლიერი გუნდია. მათ, დაცვასა და შეტევაში თამაში თანაბრად კარგად შეუძლიათ. ისევე როგორც ჩვენ, იტალიელებსაც ნახევარფინალის საგზურის მოპოვება სურთ და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

სანამ მატჩი დაიწყება, შანსები 50-50-ზეა. უპირატესობა პირველივე წუთებიდანვე უნდა მოვიპოვოთ და ჩვენი თამაში ვაჩვენოთ.

შეგიძლიათ არ იღელვოთ, მესი დღეს აუცილებლად ითამაშებს. რაც შეეხება ბუსკეტსს, მან ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა და გუნდთან ერთად კარგად ივარჯიშა. ვთვლი, რომ დღეს ისიც მოედანზე იქნება.

წლევანდელ სეზონში ჩვენი მიზანი ტრებლის შესრულებაა და ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ. ჯერჯერობით რაიმეს მოგებაზე საუბარი ნაადრევია. ყველაფერი სეზონის ბოლოს გამოჩნდება“.


დი ფრანჩესკო: „ჩვენ მეოთხედფინალში ვიმყოფებით და ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება შევძელით. გამოდის, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებ.

„ბარსელონას“ დიდ პატივს ვცემთ. მათ აქვთ მენტალიტეტი, რომელიც პატივისცემას იმსახურებს.

კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეგვექმნება. ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ.

„ბარსა“ არის გუნდი, რომელიც ყოველთვის იბრძვის და ამას გასაოცრად აკეთებს. ისინი არასდროს ჩერდებიან, ბოლომდე იბრძვიან და მათ უამრავი ენერგია აქვთ. ერთი-ერთზე თამაშის დროს დამაჯერებლად გამოიყურებიან და თავს კარგად იცავენ.

მე, როგორც ყოფილი ნახევარმცველი, ინიესტას დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ის საოცარი მოთამაშეა. მისი ბურთთან ურთიერთობა უბრალოდ ბრწყინვალეა. ანდრესი „ბარსელონასთვის“ იგივეა რაც „ტოტი“ რომასთვის. მათ თავიანთ გუნდებში ეპოქა შექმნეს, თუმცა მოედანზე განსხვავებულად მოქმედებდნენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები