5 საკითხი, რომელზეც ფიქრი ინგლისური დერბის წინ პეპ გუარდიოლას მოუწევს
Aa
Aa

5 საკითხი, რომელზეც ფიქრი ინგლისური დერბის წინ პეპ გუარდიოლას მოუწევს

დღეს თბილისის დროით 22:45 წუთზე ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური გუნდების დაპირისპირებას ვიხილავთ. ორივე კლუბს სერიოზული პრობლემები აქვს, „ლივერპული“ მატჩის დაცვის ხაზში დანაკლისით ხვდება, ხოლო „სიტის“ აგუეროს გარეშე მოუწევს ასპარეზობა.

„ენფილდზე“ გამართული შეხვედრის წინ პეპ გუარდიოლას რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა მოუწევს.

1) გაიბრწყენს „ენფილდზე“? კარიერაში პირველად რაჰიმ სტერლინგი?

„ენფილდზე“ რაჰიმ სტერლინის სამივე სტუმრობა „მანჩესტერ სიტის“ ფორმით წარუმატებელი გამოდგა. გუნდმა ყველა შეხვედრა წააგო და სტერლინგს სამივეში სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

დღევანდელ მატჩში მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და იგი ნამდვილად არის ისეთი დონის ფეხბურთელი, რომელსაც ასეთ შეხვედრებში თამაშის საკუთარ თავზე აღება შეუძლია.

აქვე აღსანიშნავია, რომ „სკაუზერების“ მთავარი სამიზნე სწორედ ყოფილი ლივერპულელი ფეხბურთელი იქნება.

2) იქნება თუ არა სწორი არჩევანი სანესთვის მოქმედების არეალის შეზღუდვა?

ლეროი სანემ იანვარში „ენფილდზე“ გამართულ შეხვედრაში გოლი გაიტანა, წლევანდელ სეზონში კი საოცრად გამოიყურება და დიდი ალბათობით „წითლებთან“ მატჩისას „ქალაქელების“ მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება.

სანე და სტერლინგი, როგორც წესი ხშირად ცვლიან ფლანგებს, მაგრამ ამ შეხვედრაში შესაძლოა უინგერებმა როტაციას არ მიმართონ.

ბოლო კვირის მანძილზე გამოჩნდა, რომ „მერსისაიდელებს“ დაცვის მარჯვება ფლანგზე სერიოზული პრობლემები აქვთ. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს გრძელი პასებისას პოზიციის შერჩევა უჭირს, რითაც წინა შეხვედრებში მარკუს რაშფორდმა და უილფრედ ზაჰამ მშვენივრად ისარგებლეს.

სწორედ ამიტომ დიდია ალბათობა იმისა, რომ პრემიერ ლიგის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი - ლეროი სანე გუარდიოლამ მთელი მატჩის მანძილზე მის ფლანგზე გაამწესოს.

3) გადაარჩენს ჟეზუში აგუეროს გარეშე დარჩენილ „სიტის“?

ერთადერთი, რაც რაშფორდსა და ზაჰას დომინაციას საერთო ჰქონდა არის ის, რომ ცენტრფორვარდად ორივეს მაღალი და ძლიერი ფეხბურთელი ჰყავდათ - ლუკაკუ და ბენტეკე. სწორედ მათმა ფიზიკურმა მონაცემებმა განაპირობეს გრძელი გადაცემების სიხშირე,  რამაც „წითლებს“ სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

გაბრიელ ჟეზუშს ნამდვილად არ აქვს ისეთი ფიზიკური მონაცემები, როგორიც აღნიშნულ ორ თავდამსხმელს, თუმცა არგენტინელის არყოფნაში სწორედ მას მოუწევს „სიტის“ ცენტრალური თავდამსხმელის როლის მორგება.

„ქალაქელთა“ შეტევა ბრაზილიელთან ერთად უფრო მობილური და სწრაფი იქნება, მაგრამ რამდენად შეასრულებს ახალგაზრდა ცენტრფორვარდი დაკისრებულ მოვალეობებს ცალკე საკითხია.

4) ბოლოს და ბოლოს დავიწყებთ თუ არა კევინ დებრუინზე საუბარს?

მოჰამედ სალაჰის საოცარი ფორმიდან გამომდინარე ყველამ დაივიწყა რა ხდის კევინ დე ბრუინს ჩვენთვის ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედ და წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრეტენდენტად.

„ლივერპულთან“ და სალაჰთან დაპირისპირება სწორედ ის იდეალური მომენტია, როცა ბელგიელს საკუთარი გენიალურობის დამტკიცების შანსი მიეციემა.

ინგლისურ დერბიში განსაკუთრებით მოედნის ცენტრი დაიტვირთება, კევინს კი ერთი ჩვეულ სტილში გაკეთებული გადაცემით შეეძლება საკუთარ გუნდს „ეტიჰადზე“ გასამართი განმეორებითი მატჩის წინ უდიდესი უპირატესობა მოუპოვოს.

5) იქნება თუ არა ლივერპულელი გულშემატკივარი მნიშვნელოვანი ფაქტორი?

„წითლების“ ქომაგებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ისინი ინგლისური დერბის წინ გუნდის ისტორიაში საუკეთესო ატმოსფეროს შექმნიან.

 რთულია იმ ხმაურის უგულებელყოფა, რომელიც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს „ენფილდზე“ ხვდებათ, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ მატჩის წინ პეპ გუარდიოლას მოთამაშეებთან სერიოზული საუბრის გამართვა მოუწიოს.

''ლივერპული'' VS ''სიტი'' - ''ენფილდზე'' აგუეროს გარეშე და ლამაზი ფეხბურთის მოლოდინში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები