Aa
Aa

ეპოქა დასრულდა! „სან ანტონიოს“ 18 წლიანი სერია შეწყდა!

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციის დასკვნითი ტური ლოს-ანჯელ;ესში გაიმართა, სადაც „კლიპერსმა“ გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიოს“ უმასპინძლა და 113-110 იმარჯვა.

„კლიპერსთან“ მარცხის შემდეგ „სან ანტონიოს“ 33 წაგება დაუგროვდა და 1999-00 წლების შემდეგ პირველად ვერ მოახერხა სეზონში 50 ან მეტი შეხვედრის მოგება.

შეგახსენებთ, რომ „სპურსს“ ზედიზედ 18 სეზონში ჰქონდა 50 ან უფრო მეტი გამარჯვება მოპოვებული, თუმცა კავაის გარეშე ტეხასელებმა რეკორდის გაგრძელება ვეღარ შეძლეს და საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე ეპოქალური სერია დაასრულეს.

თუმცა ეს ყველაფერი არაა, გრეგ პოპოვიჩის გუნდი კიდევ ერთი რეკორდის გასაგრძელებლად იბრძვის, „სპურსის“ გარეშე პლეიოფი 1997-98 წლების შემდეგ არ ჩატარებულა, წლევანდელ სეზონში კი არსებობს შანსი, რომ „სან ანტონიო“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშოს.

„კლიპერსთან“  მატჩი „სან ანტონიომ“ კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 14 ქულიანი სხვაობით მოიგო, გადამწყვეტ პერიოდს კი 11 ქულიანი უპირატესობით შეხვდა. თუმცა ტეხასელებმა მეოთხე მეოთხედი 41-27 წააგეს და მატჩი 3 ქულიანი სხვაობით დათმეს.

„ლოს-ანჯელესელებს“ ტობაიას ჰარისმა ულიდერა 31 ქულით. სათადარიგო სკამიდან 22 ქულა შესძინა გუნდს ლუ უილიამსმა. 18 ქულა ჩაიწერა აქტივში ოსტინ რივერსმა.

ტეხასელების რიგებში ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა 35 ქულით. 17 ქულა მოაგროვა პეტი მილსმა. 13 ქულით დაასრულა მატჩი რუდი გეიმ.

“სპურსი“ 45 მოგებითა და 33 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, თუმცა მეცხრეადგილოსან „დენვერს“ მხოლოდ 2 მოგებით უსწრებს.

შემდეგ შეხვედრას პოპოვიჩის გუნდი სტუმრად „ლეიკერსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები