Aa
Aa

"რა შემიძლია ვთქვა"? - კრიშტიანუმ საკუთარ "მაკრატელაზე" კომენტარი გააკეთა

ტურინის „იუვენტუსთან“ გატანილი გასაოცარი გოლის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ეპიზოდი შეაფასა.

ბრწყინვალე გოლი იყო, სხვა რა შემიძლია ვთქვა? ფანტასტიური. არ ველოდი, რომ ასეთ გოლს გავიტანდი და მოდით, თამაშზე ვილაპარაკოთ.

ვფიქრობ, გასაოცარი მატჩი იყო. ჩვენ დიდი გუნდის „იუვეს“ კარში 3 გოლი გავიტანეთ. მშვენივრად ვითამაშეთ და რა თქმა უნდა, ამით ბედნიერი ვარ. გუნდს 2 გოლით დავეხმარე - შესანიშნავი საღამო გამოვიდა“. 

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა „ჩემპიონთა ლიგაზე“ 119-ე გოლი გაიტანა, ხოლო მთლიანად „უეფას“ ეგიდით ჩატარებულ საკლუბო მატჩებში - 122-ე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები