ეგვიპტელი გოლკიპერი, რომელიც მუნდიალზე ისტორიის დასაწერად ემზადება
Aa
Aa

ეგვიპტელი გოლკიპერი, რომელიც მუნდიალზე ისტორიის დასაწერად ემზადება

ეგვიპტელ კიპერს ესამ ელ-ჰადარის ისტორიაში შესვლის შანს აქვს. იმ შემთხვევაში თუ იგი „ფარაონების“ რიგებში მუნდიალზე ითამაშებს, გახდება ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

45 წლის ელ-ჰადარი საუდის არაბეთის გუნდის „ალ-ტაავუნის“ ღირსებას იცავს. ეგვიპტის ნაკრებში იგი 1999 წლიდან ასპარეზობს და 156 მატჩი აქვს გამართული.

ეგვიპტე მუნდიალზე კონგოსთან გამარჯვების შემდეგ მოხვდა. „ფარაონებმა“ 2-1 ლივერპულელი მოჰამედ სალაჰის გოლის წყალობით იმარჯვეს.

“BBC SPORT”-თან საუბრისას ელ-ჰადარი მომავალ მსოფლიოს გამოეხმაურა და განაცხადა: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შანსი მუნდიალზე მივიღო მონაწილეობა. მინდა, ყველა სპორტსმენს ვუთხრა: არასდროს დანებდეთ და მუდამ იბრძოლეთ საკუთარი ოცნებების მისაღწევად“. „მართალია, მე 45 წლის ვარ მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი არაფრისმთქმელი ციფრია. მე ყოველდღე ვვარჯიშობ და ჩემთვის დიდი ხანია არ არსებობს სიტყვა - შეუძლებელია, იქამდე განვაგრძობ ბრძოლას, სანამ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი ქვეყნის ღირსების დაცვის საშუალება არ მომეცემა“.

ჯერჯერობით ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელსაც მუნდიალზე აქვს მონაწილეობა მიღებული ფარიდ მანდრაგონია. კოლუმბიელმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 43 წლის ასაკში იასპარეზა. 

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტე A ჯგუფში რუსეთის, საუდის არაბეთის და ურუგვაის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები