მოურინიო დაცვაში დიდ ცვლილებებს გეგმავს -
Aa
Aa

მოურინიო დაცვაში დიდ ცვლილებებს გეგმავს - "მანჩესტერის" 4 სამიზნე

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ წლევანდელი სეზონი ჩააგდო. რა თქმა უნდა, კლუბის ბოსებმა ეს ფაქტი მტკივნეულად მიიღეს და ჟოზე მოურინიოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის 200 მილიონი ფუნტი გამოუყვეს.

მოურინიოს ტოპ 5 სატრანსფერო სამიზნე უკვე ცნობილია. ამ მიმართულებით კლუბს მუშაობა დაწყებული აქვს. ამჯერად, „განსაკუთრებულის“ ინტერესს გუნდის დაცვითი ფუნქციების გაძლიერება წარმოადგენს.

მოურინიო დაცვის თამაშით კმაყოფილი არ არის და სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს.

გთავაზობთ ოთხ მოთამაშეს, რომელთა შეძენასაც „წითელი ეშმაკები“ ზაფხულში შეეცდებიან.

კირან ტირნი - „სელტიკი“

გლაზგოს „სელტიკის“ 20 წლის მარცხენა მცველი წლევანდელ სეზონში დამაჯერებლად ასპარეზობს და გრანდების ყურადღების ცენტრშიც იმყოფება.

ბრიტანული პრესა ვარაუდობს, რომ ნიჭიერი შოტლანდიელი განაპირა მცველის შენარჩუნება „სელტიკს“ ძალიან გაუჭირდება.

„წითელი ეშმაკები“ ზაფხულში ტერნის გადაბირებას შეეცდებიან და მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

„იუნაიტედი“ ამ პოზიციაზე დენი როუზისა და ალექს სანდროს ვარიანტებსაც განიხილავს.

ტირნი გლაზგოელთა სკოლის აღზრდილია და პირველი გუნდის ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 123 შეხვედრაში 7 გოლი და 29 შედეგიანი გადაცემაა.

ჟორჟინიო - „ნაპოლი“

ნეაპოლელთა 26 წლის ნატურალიზირებული ბრაზილიელი შუახაზელი „მანკუნიანელთა“ ყურადღების ცენტრში მოექცა.

როგორც მოგეხსენებათ, წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას ასრულებს მაიკლ კერიკი. სავარაუდოდ გუნდს დატოვებს მარუან ფელაინი და პოლ პოგბა.

მოურინიოს ნახევარდაცვის ძირფესვიანად შეცვლა სურს და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს.

ალანი „ნაპოლის“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და მაურიციო სარის გუნდში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა.

ნეაპოლელთა ღირსებას ალანი 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 154 შეხვედრაში 6 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემაა.

ჰექტორ ბელერინი - „არსენალი“

„მეთოფეთა“ 23 წლის ესპანელი მარჯვენა მცველი თავისი კარიერით კმაყოფილი არ არის და ზაფხულში გუნდის შეცვლას გეგმავს.

ბელერინის შეძენით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში „ბარსელონა“ ინტერესდებოდა, თუმცა ფეხბურთელმა მშობლიურ კატალონიაში დაბრუნებაზე უარი განაცხადა და „ბარსამ“ მის ნაცვლად ნელსონ სემედო შეიძინა.

ბელერინის გადაბირებით ტურინის „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერსდებიან. მოურინიო განაპირა მცველების თამაშით კმაყოფილი არ არის და ზაფხულში რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი კანდიდატი სწორედ ბელერიანია.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელი „არსენალის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს, მის ანგარიშზე 152 შეხვედრაში 7 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.

ტობი ალდერვეირელდი - „ტოტენჰემი“

„დეზების“ ბელგიელ ცენტრალურ მცველს, გუნდში დევინსონ სანჩესის მოსვლის შემდეგ სათამაშო პრაქტიკა საგრძნობლად შეუმცირდა.

ტობი ალდერვეირელდის შეძენა „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურთ.

ბელგიელი ფეხბურთელისთვის ესპანეთი უცხო არ არის, რადგან 2013-2015 წლებში ის მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავდა, თუმცა როგორც ბრიტანული პრესა წერს, ტობის სურვილი ინგლისის პრემიერლიგაში დარჩენაა.

ალდერვეირელდი „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში 2015 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე 105 მატჩი, 6 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები