Marca: ყველაფერს ისკო გადაწყვეტს
Aa
Aa

Marca: ყველაფერს ისკო გადაწყვეტს

მადრიდის "რეალის" ესპანელი ნახევარმცველი ისკო კვლავ პრესის ყურადღების ცენტრში რჩება.

ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებთა მატჩის შემდეგ, რომელშიც ისკომ ჰეთ-თრიკი შეასრულა განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებში ის თავს ცოცხლად გრძნობს და იგივეს ვერ იტყვის "რეალზე", სადაც მას ზღუდავენ.

„მადრიდში მე ის ნდობა არ მაქვს, რომელიც მოთამაშეს სჭირდება. ესპანეთის ნაკრებში თამაშისას თავს ცოცხლად ვგრძნობ. მწვრთნელის მხრიდან ნდობა მაქვს.

მე მინდა დავამტკიცო, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ. ლოპეტეგი საკმარისი სათამაშო დროის მოცემით საკუთარი თავის რწმენას მმატებს.

შესაძლოა „რეალში“ პრობლემა მე ვარ. არ ვიცი, თუ როგორ მოვიპოვო ზიდანის ნდობა“.

ამ განცხადებით ფეხბურთელმა მადრიდიდან წასვლისთვის პირველი ნაბიჯი გადადგა.

მოულოდნელი და საკმაოდ პირდაპირი იყო ზინედინ ზიდანის კომენტარი: "დიახ, ისკოს უსამართლოდ ვექცევი. შეიძლება ასეც ითქვას. მისი სურვილია, რომ ის "რეალშიც" ისე თამაშობდეს როგოც ნაკრებში. მას იგივე პოზიციაზე ასპარეზობა სურს, სადაც გუნდში მისი როლი გაიზრდება.

ჩემი პოზიცია სხვგვარია. მე, მას სხვა პოზიციაზე ვიყენებ, რადგან ასე მიმაჩნია სწორად. იგი "რეალის" მოთამაშეა და ჩვენთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ისკო გუნდში დარჩება, რადგან მე ის ძალიან მომწონს".

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca წერს, რომ ისკომ ამ განცხადების შემდეგ გუნდიდან წასვლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და ამ ეტაპზე ყველაფერი მის ხელშია.

პრესა წერს, რომ ესპანელი ნახევარმცველით პეპ გუარდიოლა ინტერესდება და მას "სიტის" ძირითადში გარანტირებულ ადგილს სთავაზობს.

როგორც ჩანს, სეზონის ბოლოს საბოლოო სიტყვა ისკოზე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები