ზვერევი და კარენო ბუსტა 1/2 ფინალში ერთმანეთზე გავიდნენ
Aa
Aa

ზვერევი და კარენო ბუსტა 1/2 ფინალში ერთმანეთზე გავიდნენ

მაიამიში მიმდინარე ჩოგბურთის წლის მე-2 მასტერსის სერიის ტურნირი დასასრულს უახლოვდება.

მამაკაცთა შორის გუშინ გამართულ 1/4 ფინალურ შეხვედრებში, წარმატებას პაბლო კარენო ბუსტამ და ალექსანდრ ზვერევმა მიაღწიეს. 

ესპანელმა, ამერიკის ღია პირველობის ფინალისტი კევინ ანდერსონი 3 სეტში - 6:4 5:7 7:6 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი სეტის ტაიბრეიკზე ანდერსონი ჯერ 5:3-ს, შემდეგ კი 6:5 იგებდა და თავადვე აწვდიდა, თუმცა უპირატესობა ვერ გამოიყენა და ტურნირს გამოეთიშა.

კარენო ბუსტა 1/2 ფინალში ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება, რომელმაც ხორვატ ბორნა ჩორიჩს 6:4 6:4 მოუგო.

ზვერევის უპირატესობა აშკარა იყო. მან საკუთარ მოწოდებაზე მეტოქეს შანსი არ მისცა, თავად კი სეტების მოსაგებად თითო ბრეიკი იმყოფინა.

დღეს 21 საათიდან პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრაში ადგილობრივი ჯონ ისნერი, არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეერკინება, ღამის 3 საათიდან კი ცენტრალურ კორტზე პაბლო კარენო ბუსტა და ალექსანდრ ზვერევი გამოვლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები