10 ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე
Aa
Aa

10 ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე

2017 წლის სატრანსფერო ფანჯარა ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. ნემარის რეკორდულმა 222 მილიონიანმა ტრანსფერმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

სატრანსფერო ბაზარი ახალ საფეხურზე ავიდა. ფასების ზრდამ სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვია და ეს წელსაც ასე იქნება, რადგან FIFA-მ ჯერჯერობით ამ ყველაფრის დასარეგულირებელი კანონპროექტი ვერ შეიმუშავა.

რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი სატრანსფერო ბაზარზე ბევრ ახალ სახეს გამოაჩენს, რომელთათვის ევროგრანდები ერთმანეთს ომს გამოუცხადებენ.

ამჯერად კი გთავაზობთ, 2018 წლის სატრანსფერო ბაზარზე 12 ყველაზე მოთხოვნად ფეხბურთელს.

1 - მუჰამედ სალაჰი (ლივერპული)

ეგვიპტელი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია და ეს გასაკვირი სულაც არ არის.

სალაჰს საოცარი სეზონი აქვს. პრემიერლიგაში ამ წუთისთვის მის ანგარიშზე 28 გოლია.

მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ - გუნდები, რომლებსაც ყოველთვის სურთ საუკეთესო მოთამაშეების შეძენა და ამისთვის ფინანსებს არ იშურებენ.

მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ლივერპულმა“ თავისი მეორე ლიდერიც კატალონიაში გაუშვას. აქედან გამომდინარე სალაჰის ხელში ჩაგდების ყველაზე კარგი შანსი „რეალს“ ექნება.

„მერსისაიდელთა“ პოზიცია რა თქმა უნდა ურყევია - სალაჰი არ იყიდება.

მსოფლიო ჩემპიონატმა შესაძლოა ეგვიპტელი შემტევის ფასი საგრძნობლად აწიოს. ყველაფერი თავად სალაჰზე იქნება დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, რომ მისმა სატრანსფერო ფასმა ნეიმარის რეკორდიც კი დაამხოს.

2 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)

27 წლის ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში დიდი ალბათობით ბოლო სეზონს ატარებს.

ფრანგმა ფორვარდმა მადრიდულ კლუბს ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი უთხრა.

გრიზმანის შეძენის მთავარი მსურველი „ბარსელონაა“ და როგორც ესპანური პრესა იუწყება, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა. გრიზმანი თანახმაა, რომ „კამპ ნოუზე“ გადაბარგდეს.

„ატლეტიკომ“ „ბარსელონასთან“ შეთანხმება დადო. პირობები ასეთია - სანამ „როხიბლანკო“ გრიზმანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამ დროის განმავლობაში კატალონიელებს ფებურთელთან კონტაქტის უფლება არ ექნებათ. თუ, გრიზმანი ახალ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, „ატლეტიკო“ მასთან მოლაპარაკებების დაწყების უფლებას პირველად კატალონიელებს მისცემს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრანგმა ფეხბურთელმა „როხიბლანკოს“ შემოთავაზება უარით გაისტუმრა და მეორე წინადადებაზეც იგივეა მოსალოდნელი.

გრიზმანს მუნდიალზე დიდი გეგმები აქვს. საფრანგეთი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და ჩემპიონობასაც უმიზნებენ.

3 - დელე ალი (ტოტენჰემი)

21 წლის ინგლისელი ნახევარმცველი მადრიდის „რეალის“ მორიგი სამიზნეა.

დელე ალის ფასმა წლევანდელი მუნდიალის შემდეგ შესაძლოა საგრძნობლად აიწიოს.

ჰარი კეინთან ერთად, ალი ყურადღების ცენტრში იქნება.

ევროპული პრესის ვარაუდით დელე ალი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდება.

4 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი)

22 წლის ვერნერი გერმანიის ნაკრების ახალი თაობის წარმომადგენელია რომელიც, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

ყველამ კარგად იცის, რომ „ლაიპციგს“ ვერნერის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

ისევე როგორც თითქმის ყველა ვარსკვლავის შემთხვევაში, მადრიდის „რეალი“ ინტერესს ვერნერის მიმართაც იჩენს.

როდესაც ბუნდესლიგაში მოთამაშე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელზე გვაქვს საუბარი, იქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ მიუნხენის „ბაიერნიც“.

ტიმო ვერნერს წლევანდელ მუნდიალზე უამრავი დიდი გუნდი დააკვირდება და შესაძლოა რუსეთში ახალი ვარსკვლავის დაბადებაც ვნახოთ.

5 - ედენ აზარი (ჩელსი)

27 წლის ბელგიელი ვარსკვლავი რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება.

სუპერშემადგენლობის მქონე ბელგია თასის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

კევინ დე ბრუინთან ერთად აზარი „წითელი ეშმაკების“ შემადგენლობაში მრისხანე დუეტს ქმნის.

როგორც თავად აზარმა განაცხადა მისი ოცნებაა, რომ ერთ დღესაც ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით ითამაშოს.

„ჩელსი“ კი ბელგიელ ათიანს ახალ და გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს.

მუნდიალზე აზარს ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს. შეიძლება ითქვას, რომ ეს მის კარიერაში გარდამტეხი მომენტია.

6 - ჯეკ უილშირი (არსენალი)

26 წლის ჯეკ უილშირი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და დიდი ალბათობითარსენალსდატოვებს.

ჯეკის შეძენით ყველაზე მეტად იტალიური კლუბები ინტერესდებიან. სიაში ნომერ პირველიმილანია“, რომელსაც ინგლისელი ნახევარმცველის შეძენა უკვე დიდი ხანია სურს.

უილშირით ასევე გენუისსამდორიაცინტერესდება, თუმცა ბრძოლაში ფავორიტიმილანია“.

შეგახსენებთ, რომ ჯეკ უილშირი ლონდონისარსენალისსკოლის აღზრდილია დამეთოფეთაპირველ გუნდში მისი დებიუტი 2008 წელს შედგა. უილშირის ანგარიშზე 191 შეხვედრაში 14 გოლი და 28 საგოლე გადაცემაა.

7 - სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო)

„ლაციოს“ სერბი ნახევარმცველი წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა.

უნიჭიერეს ფეხბურთელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს უამრავი მსურველი ეყოლება და რომაელებს მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.

მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენის დიდი სურვილი ჟოზე მოურინიოს აქვს, რომელიც ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს.

სერბეთის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან ერთად მილინკოვიჩ-სავიჩს მუნდიალზე შორსმიმავალი გეგმები აქვს.

პრესის ვარაუდით, 23 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საგრძნობლად გაიზრდება.

8 - ანდრე სილვა (მილანი)

ანდრე სილვასთვის მსოფლიო ჩემპიონატს დიდი მნიშვნელობა ექნება.

22 წლის პორტუგალიელი ფორვარდი „მილანში“ გადასვლის შემდეგ ისეთი აქტიური ვეღარ არის, როგორ „პორტუში“ იყო.

„როსონერის“ სხვა მრავალთან ერთად ანდრე სილვას ტრანსფერიც ჩაუვარდა. აშკარაა, რომ მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ.

მუნდიალზე გაბრწყინების შემთხვევაში სილვას სატრანსფერო ღირებულება გაიზრდება და ფეხბურთელი ნდობასაც დაიუბრუნებს.

ანდრე სილვას ანგარიშზე „მილანის“ რიგებში 34 შეხვედრაში 10 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.

9 - ემილ ფორსბერგი (ლაიპციგი)

26 წლის შვედი შემტევი ნახევარმცველი გრანდების ყურადღების ცენტრში იმყოფება და ახლა ყველას აინტერესებს, თუ როგორ ითამაშებს ის მუნდიალზე.

ემილ ფორსბერგი შვედეთის ნაკრების მთავარი იმედია. თუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში დაბრუნებას გადაწყვეტს, სკანდინავიელებს საკმაოდ ძლიერი და საინტერესო ნაკრები ეყოლებათ.

მოსალოდნელია, რომ ფორსბერგი „ლაიპციგს“ მუნდიალის დასრულების შემდეგ დატოვებს და რომელიმე გრანდს შეუერთდება.

10 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

29 წლის ლევანდოვსკი „ბაიერნის“ დატოვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მიუნხენელბმა პოლონელ ფორვარდს ახალი პირობები შესთავაზეს და განაცხადეს, რომ ის გუნდში დარჩებოდა.

მადრიდის „რეალს“ ლევანდოვსკის ხელში ჩაგდება უკვე დიდი ხანია სურს და მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მისი ხელში ჩაგდების ბოლო მცდელობა ექნება.

როგორც ესპანური პრესა წერს, კრიშტიანო რონალდუს ლევანდოვსკის „რეალში“ ხილვა სურს და პორტუგალიელი მის პოზიციას საჯაროდაც აფიქსირებს.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები