ისნერის გაკვეთილი ჩუნს, დელ პოტრო ისევ იგებს...
Aa
Aa

ისნერის გაკვეთილი ჩუნს, დელ პოტრო ისევ იგებს...

მაიამის მასტერსზე მამაკაცთა შორის 1/4 ფინალური სტადია, ჯონ ისნერისა და ჰიონ ჩუნის დაპირისპირებით გაიხსნა.

ისნერმა მატჩი დამაჯერებლად დაიწყო, ხოლო კორეელი ბევრ შეცდომას უშვებდა, რასაც პირველ სეტში ჩუნის 1:6-ზე განადგურება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ისნერმა საკუთარ ჩაწოდებაზე მხოლოდ 2 ქულა წააგო, ხოლო პირველ მოწოდებაზე უკლებლივ ყველა ბურთი მოიგო.

ახალგაზრდა აზიელი მეორე სეტში შედარებით გამოფხიზლდა, თუმცა ისნერის ჩაწოდებაზე შანსი მაინც არ მისცემია, თავად კი საკუთარი ჩაწოდება მე-5 გეიმში დათმო, რითაც თამაშის ბედიც გადაწყდა - 6:1 6:4.

ისნერის მოწინააღმდეგე ხუან მარტინ დელ პოტრო გახდა, რომელმაც მილოშ რაონიჩს უმძიმესი მატჩი მოუგო. კანადელმა პირველი სეტი 7:5-ზე დახურა, რის შემდეგაც დელ პოტრომ ორივე სეტი ტაიბრეიკზე აიღო და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.

მეორე 1/2 ფინალურ წყვილი დღევანდელი 1/4 ფინალური მატჩების შემდეგ გვეცოდინება - პაბლო კარენო ბუსტას მეტოქე კევინ ანდერსონი იქნება, ხოლო ბორნა ჩორიჩი ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები