Aa
Aa

"შენ 18 წლის გოგოებს ტ**ავ" - ახალი სკანდალი საჩოგბურთო სამყაროში

საჩოგბურთო სამყაროში ახალი სკანდალი მწიფდება, რომლის მთავარი მოქმედი პირი ახალგაზრდა ავსტრალიელი ნიკ კირგიოსია. 22 წლის კირგიოსი თავნება ბიჭია და ხისტ კომენტარებს ხშირად აკეთებს.

მან 2015 წელს სტენ ვავრინკას ასეთი წინადადებით მიმართა: „მაპატიე ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ შენს შეყვარებულთან კოკინაკისი ბევრჯერ იწვა“.

მიკროფონმა ასევე გამოსცა ხმა, რომელიც კირგიოსს ეკუთვნოდა და წინადადების ასეთი შინაარსი მივიღეთ:
შენ 18 წლის გოგოებს ტყ...ავ“. ვავრინკამ ამაზე საკმაოდ მშვიდად უპასუხა და განაცხადა, რომ კირგიოსის ეს რეპლიკა მისთვის მიუღებელი გახლდათ და იმედი გამოთქვა, რომ ავსტრალიელის მიმართ გარკვეულ ზომებს მიიღებდნენ. საბოლოოდ, კირგიოსი ფულადი ჯარიმითა და 28 დღიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ასევე ვავრინკასთვის ბოდიშის მოხდა მოუწია.

ვავრინკას მეგობარი გოგონა პროფესიონალი ჩოგბურთელი დონა ვეკიჩია, რომელმაც შვეიცარიელთან ურთიერთობა 18 წლის ასაკში დაიწყო.

როგორც ჩანს, კირგიოსი თანამემამულე ტანასი კოკინაკისთან საკმაოდ ახლოსაა და მისი კარგი მეგობარია. რამდენიმე დღის წინ დაწყებულ სკანდალში კვლავ კოკინაკისი ფიგურირებს, თუმცა მისი ბრალეულობა ნაკლებადაა და ყველაფრის თავი ისევ ნიკია.

კირგიოსმა მეგობარს ერთ-ერთი მატჩის წინ მხარი დაუჭირა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ფერნანდო ვერდასკოს დაამარცხებდა. მხარდაჭერაზე მეტად, ვერდასკოს მიმართ კირგიოსის უარყოფითი დამოკიდებულება უფრო იკვეთებოდა: „იმედი მაქვს, ამ თამაშს ტანასი კოკინაკისი მოიგებს. ვერდასკო წაგებას ვერ იტანს და იგი ამის შემდეგ მუდმივად წუწუნებს და მიზეზებს ეძებს. იგი ავსტრალიელელებთან ბოლოდროინდელი შედეგებით იმედგაცრუებულია“.

ნიკმა მოგვიანებით აღნიშნული პოსტი წაშალა, თუმცა იგი სხვადასხვა სააგენტოებმა შეინახეს და რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერდასკოს ყურამდეც მივიდა.

„როცა გაქვს იმის გამბედაობა, რომ ასეთი „ტვიტი“ დაწერო და სხვა მოთამაშეს შეურაცხყოფა მიაყენო, იმის თავიც უნდა გქონდეს, რომ შემდეგ ეს „ტვიტი“ არ წაშალო“. - დაწერა ვერდასკომ სოციალურ ქსელში.

30 წუთის შემდეგ კირგიოსმა ვერდასკოს უპასუხა და იგი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს ვერდასკოს პირისპირაც ვეტყოდი. ჩემი წინა „ტვიტის“ წაშლის მიზეზი ისაა, რომ არ მინდა არასასურველი ყურადღება მივიპყრო. თუმცა ამას ახლა აქ დავტოვებ. მადლობა, რომ დამბლოკე. დარწმუნებული ვარ, ამას დიდი სიმამაცე სჭირდებოდა“.

კოკინაკისისა და ვერდასკოს მატჩის ბედი 3 სეტში გადაწყდა და საბოლოო გამარჯვება 34 წლის ესპანელს დარჩა - 3:6, 6:4, 7:6.

ნიკ კირგიოსი უნიჭიერესი ჩოგბურთელია და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ისევე როგორც მის მეგობარ ტანასი კოკინაკისს, რომელიც ნიკზე 1 წლით უმცროსია - აპრილში კირგიოსი 23 წლის გახდება, კოკინაკისი კი - 22-ის.

კირგიოსს ჯერჯერობით ბევრი არაფრისთვის მიუღწევია და ანგარიშზე მხოლოდ 4 ტიტული აქვს, მათგან 3 ტურნირი ნაკლებად პრესტიჟული 250-იანთა კატეგორიისაა და არც 500-იანი იაპონიის ღია პირველობის მოგებაა ჩოგბურთელთა უდიდესი ოცნება.

რაც შეეხება ფერნანდო ვერდასკოს, მისი კარიერა დასასრულისკენ მიდის. ცაცია პირინეელის საუკეთესო შედეგი 2009 წლის ავსტრალიის ღია პირველობას უკავშირდება, როცა ფერნანდომ დიდი სლემის ტურნირის 1/2 ფინალში ითამაშა და იქ 5 სეტიანი თრილერი რაფაელ ნადალთან წააგო.

ფერნანდო ვერდასკო გარკვეული პერიოდი ბასტიან შვაინშტაიგერის ამჟამინდელ მეუღლესა და შვილის დედას, ანა ივანოვიჩს ხვდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები