Aa
Aa

"ნაკრებში თამაშისას თავს ცოცხლად ვგრძნობ" - ისკო ზიდანს საჯაროდ დაუპირისპირდა!

მადრიდის „რეალის“ ესპანელმა ნახევარმცველმა ისკომ, არგენტინის ნაკრების განადგურების (6:1) შემდეგ Marca-სთან საუბრისას განაცხადა, რომ თავს ცოცხლად გრძნობდა.

როგორც მოგეხსენებათ, ზინედინ ზიდანსა და ისკოს შორის სეზონის დასაწყისიდან კონფლიქტია და ის დღემდე გრძელდება.

25 წლის ფეხბურთელი წლევანდელ სეზონში თავისი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და თავს შეზღუდულად გრძნობს.

„მადრიდში მე ის ნდობა არ მაქვს, რომელიც მოთამაშეს სჭირდება. ესპანეთის ნაკრებში თამაშისას თავს ცოცხლად ვგრძნობ. მწვრთნელის მხრიდან ნდობა მაქვს.

მე მინდა დავამტკიცო, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ. ლოპეტეგი საკმარისი სათამაშო დროის მოცემით საკუთარი თავის რწმენას მმატებს.

შესაძლოა „რეალში“ პრობლემა მე ვარ. არ ვიცი, თუ როგორ მოვიპოვო ზიდანის ნდობა“.

ხმაურიანი განცხადების შემდეგ ისკომ უშუალოდ განვლილი შეხვედრა შეაფასა: „ანგარიშის მიუხედავად, მატჩი საკმაოდ რთული გამოდგა. მეტოქე მოედანზე ხისტად თამაშობდა და ბოლომდე იბრძოდა. ამ მატჩმა არ უნდა მოგვატყუოს. ეს უბრალოდ ამხანაგური შეხვედრა იყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის წინა სამზადისია. დღევანდელმა გამარჯვებამ რწმენა კიდევ უფრო გაგვიმყარა“.

ისკოს მატჩისშემდგომი კომენტარი საკმაოდ ხმამაღალი იყო და შესაძლოა ეს „რეალიდან“ წასვლისთვის ნიადაგის მომზადებადაც ჩავთვალოთ.

ესპანელი ნახევარმცველის შეძენით „მანჩესტერ სიტი“ და „ბარსელონა“ ინტერესდებიან.

საინტერესოა, თუ რა კომენტარს გააკეთებს ზიდანი ისკოს საჯარო განცხადებაზე და როგორი იქნება კლუბის პოზიცია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები