თაღლითური სქემა „ეკლიფსი“ - ფერგიუსონი შესაძლოა დააკავონ ან გაკოტრდეს
Aa
Aa

თაღლითური სქემა „ეკლიფსი“ - ფერგიუსონი შესაძლოა დააკავონ ან გაკოტრდეს

მანჩესტერ „იუნაიტედის“ ლეგენდარული მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი და გლენ ჰოდლი, რომელიც 2001-2003 წლებში „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა, ბრიტანეთის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. გამოძიება მათ ბრალს გადასახადების დამალვაში დებს. საუბარია რამდენიმე მილიონი ფუნტი სტერლინგის სახელმწიფოსგან დამალვაზე.

სერ ალექს ფერგიუსონი

ფერგიუსონთან და ჰოდლისთან ერთად გამოძიება თაღლითური სქემის კიდევ ასობით მონაწილე პირს ედავება. ბრალდებულებისგან ქვეყნის შემოსავლების სამსახური იმაზე დაახლოებით 20-ჯერ მეტ თანხას ითხოვს, ვიდრე მათ დამალეს. ამ შემთხვევაში კი სქემის მონაწილეთა ნაწილი დიდი ალბათობით გაკოტრდება კიდეც.

გლენ ჰოდლი

მასშტაბური გამოძიების ფარგლებში, შემოსავლების სამსახური სულ 780 პირის საქმეს იძიებს, რომელთა შორისაც ბანკირები, ბიზნესმენები და ცნობადი სახეები არიან.

გამოძიების ცნობით, ეგრედ წოდებული „ეკლიფსის“ სქემის მიხედვით ბრალდებულები ერთ-ერთი კინოსტუდიისგან გარკვეული მხატვრული ფილმების გაყიდვის უფლებას ყიდულობდნენ და ამ გზით ისინი თავს  გადასახადების გადახდას არიდებდნენ.

გავრცელებული ცნობით სქემაში ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი სვენ გორან ერიკსონი და ყოფილი ფეხბურთელები - ნოლბერტო სოლანო, სტან ლაზარიდისი, გორდონ დური და ბარი ფერგიუსონიც იყვნენ ჩართულები.

სვენ გორან ერიკსონი

ადგილობრივი მედიის ცნობით, „ევერტონის“ ლეგენდა, დანკან ფერგიუსონი, რომელიც ახლა „ევერტონის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს ასევე „ეკლიფსის“ სქემის წევრი იყო. ის 2016 წელს ინგლისის შემოსავლების სამსახურმა ბანკროტად გამოაცხადა.

დანკან ფერგიუსონი

სერ ალექს ფერგიუსონი, სვენ გორან ერიკსონი და გლენ ჰოდლი ამ თემაზე მედიასთან საუბრისგან თავს იკავებენ. კომენტარზე უარი თქვა ფერგიუსონის აგენტმაც.

ჯერჯერობით უცნობია გაკოტრდებიან თუ არა ისინი, მათი ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები