Daily Mail: კონტეს შეთავაზება უკვე მეილზე აქვს, ისინი კი პასუხს ელოდებიან...
Aa
Aa

Daily Mail: კონტეს შეთავაზება უკვე მეილზე აქვს, ისინი კი პასუხს ელოდებიან...

ფრანგული და ბრიტანული პრესის ცნობით, „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელობის უპირველეს კანდიდატად ანტონიო კონტეს განიხილავს.

Daily Mail-ის თქმით, „პსჟ“-ს მფლობელი და პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი მზადაა, რომ იტალიელ სპეციალისტს წლიურად 11.5 მილიონი ევრო გადაუხადოს.

როგორც იწერება, კონტეს აღნიშნული შეთავაზება უკვე მეილზე აქვს და პარიზელები მის პასუხს ელოდებიან.

ანტონიო კონტეს იტალიის ეროვნულ ნაკრებსაც უკავშირებენ, თუმცა აპენინურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ამ პოსტზე დაბრუნება ამ ეტაპზე თავად „კონტისიმემ“ უარყო.

შეგახსენებთ, რომ „პსჟ“ სეზონის ბოლოს უნაი ემერისთან დამშვიდობებას აპირებს და კონტეს გარდა მის შესაძლო შემცვლელად დიეგო სიმეონესა და მაურისიო პოჩენტინოსაც მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები