ნადალმა რეიტინგის პირველობა დაიბრუნა
Aa
Aa

ნადალმა რეიტინგის პირველობა დაიბრუნა

მამაკაცთა მსოფლიო რეიტინგის სათავეში ცვლილებაა და პირველი ადგილი როჯერ ფედერერის ნაცვლად, რაფაელ ნადალმა დაიკავა.

ესპანელს მწვერვალზე ასვლის საშუალება მას შემდეგ მიეცა, რაც როჯერ ფედერერმა მაიამის მასტერსზე გასულ წელს მოპოვებული ქულები ვერ დაიცვა.

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა მაიამის სანაპიროზე გასულ წელს ტიტული მოიგო, წელს კი ტურნირის მე-2 წრეში მსოფლიოს 175-ე ჩოგან ტანასი კოკინაკისთან წააგო.

ფედერერმა შეხვედრა 3 სეტში დათმო და მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ წლევანდელ „როლან გაროსზე“ მონაწილეობას არ მიიღებს.

რაც შეეხება ნადალს, იგი ამჟამად ტრავმას იშუშებს და თიხის საფარზე 3500-ზე მეტი ქულა აქვს დასაცავი. პირველი გაჩერება კი მონტე-კარლოა, სადაც წინა წელს „მატადორმა“ ტურნირი ტრიუმფით დაასრულა.

მონტე-კარლოს მასტერსი 15-დან 22 აპრილის ჩათვლით ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები