მოურინიოს TOP 5 სატრანსფერო სამიზნე და 200 მილიონი ფუნტი
Aa
Aa

მოურინიოს TOP 5 სატრანსფერო სამიზნე და 200 მილიონი ფუნტი

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჟოზე მოურინიო კონკურენტი გრანდებიდან მოთამაშეების გადაბირებას გეგმავს.

ის შემადგენლობა, რომელიც „იუნაიტედს“ წლევანდელ სეზონში ჰყავს მხოლოდ პრემიერლიგის ოთხეულში მოსახვედრად არის საკმარისი, „განსაკუთრებულს“ კი გაცილებით მეტი სურს.

ცნობილი გახდა, რომ „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობამ მოურინიოს ზაფხულისთვის 200 მილიონი ფუნტი გამოუყო.

ცნობილი ამბავია, რომ ჟოზეს პოლ პოგბასთან ურთიერთობა დაძაბული აქვს. კულუარული ინფორმაციით ფრანგ ფეხბურთელს მოედანზე მისი პოზიცია და კლუბის სათამაშო სტილი არ მოსწონს.

პრესა უკვე ალაპარაკდა, რომ პოგბა „ოლდ ტრაფორდის“ დასატოვებლად ემზადება და კლუბს მისი შეცვლა მოუწევს.

ჟოზე მოურინიოს სატრანსფერო ფანჯრისთვის გეგმები უკვე დალაგებული აქვს. პორტუგალიელი სპეციალისტის სიაში ტოპ 5 მოთამაშე შედის.

ტონი კროოსი - მადრიდის “რეალი“

თუ, პოგბა წავა, მის შეცვლას მხოლოდ კროოსი შეძლებს. ასე მიაჩნია მოურინიოს, რომელსაც გერმანელი ფეხბურთელის სათამაშო სტილი და ინტელექტი ძალიან მოსწონს.

უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე „რეალის“ წარმატებული დროების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი სწორედ კროოსია.

„რეალი“ ზაფხულში რეორგანიზაციას იწყებს და კროოსის წასლა გამორიცხული სულაც არ არის. ყველაფერი პოგბას გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

რაფაელ ვარანი - მადრიდის „რეალი“

„მანჩესტერში“ მოსვლის პირველივე დღიდანვე მოურინიომ დაცვის ცენტრის გაძლიერება მოითხოვა, თუმცა მისი სურვილი დღემდე არ არის დაკმაყოფილებული.

კრის სმოლინგისა და ფილ ჯონსის დუეტი არ არის იმ დონის, როგორიც მოურინიოს სურს.

ჟოზეს სამიზნე „რეალის“ ფრანგი მცველი რაფაელ ვარანია.

როგორც მოგეხსენებათ, თავის დროზე ვარანს ნდობა სწორედ მოურინიომ გამოუცხადა და მადრიდელთა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა.

რაფაელ ვარანის ღირებულება 70 მილიონი ფუნტია. მოურინიოს ფეხბურთელთან არსებული კარგი ურთიერთობის იმედი აქვს და ტრანსფერს ოპტიმისტურად უყურებს.

მარკინიოსი - „პსჟ“

„წითელი ეშმაკების“ მორიგი სამიზნე „პსჟ“-ს ბრაზილიელი მცველი მარკინიოსია.

თუ, მოურინიო ვარანის გადმობირებას ვერ შეძლებს, სიაში მომდევნო მარკინიოსი დგას.

23 წლის ცენტრალური მცველი პარიზელთა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. მას, ბრაზილიის ნაკრებშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს.

მარკინიოსის შეძენა რამდენიმეჯერ სცადა „ბარსელონამ“, მაგრამ „პსჟ“-მ უკან არ დაიხია და ფეხბურთელი დღემდე „პარლ დე პრენსზე“ ასპარეზობს.

ეჭვგარეშეა, რომ მოურინიოს ამ ტრანსფერის განხორციელება ძალიან გაუჭირდება.

მარკო ვერატი - „პსჟ“

ისევ ნახევარდაცვის ცენტრი - პოგბას წასვლის შემთხვევაში, მისი შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატი „პსჟ“-ს იტალიელი შუახაზელი მარკო ვერატია.

ვერატის გადაბირებით „ჩელსი“, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ ინტერესდებიან.

„მანჩესტერს“ ვერატის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა მოუწევს. „მანკუნიანელებს“ ერთი საკმაოდ საინტერესო წინადადება აქვთ, რომელიც პარიზელთა დაინტერესების შემთხვევაში ავტომატურად ძალაში შევა - ყოველგვარი თანხის გარეშე, „იუნაიტედი“ მზადაა პოგბა „პსჟ“-ში გაუშვას, თუ სანაცვლოდ ვერატისა და მარკინიოსს მიიღებს.

ალექს სანდრო - „იუვენტუსი“

„მანჩესტერს“ დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემები აქვს. ლუკ შოუ ტრავმებმა გააწამეს და მისი კარიერა „ოლდ ტრაფორდზე“ დასრულებულია.

მარცხენა მცველის პოზიციაზე მოურინიო ეტაპობრივად ეშლი იანგს, მატეო დარმიანს, მარკოს როხოსა და დელი ბლინდს იყენებს.

მოურინიოს სურს, რომ სტაბილური და მაღალი დონის განაპირა მცველი შეიძინოს, რომელიც მთელს ფლანგს გააკონტროლებს, ასეთი კი ტურინის „იუვენტუსის“ ბრაზილიელი ფეხბურთელი ალექს სანდროა.

ალექს სანდროს შეძენა ლონდონის „ჩელსისაც“ სურს. ბრაზილიელის ფასი 45 მილიონი ფუნტია და „იუნაიტედს“ მისი გადახდა არ გაუჭირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები