იკარდი „მილანის“ წინააღმდეგ თამაშს შეძლებს
Aa
Aa

იკარდი „მილანის“ წინააღმდეგ თამაშს შეძლებს

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ ვარჯიში განაახლა. არგენტინელმა ფეხბურთელმა გუშინ, გუნდთან ერთად სამწვრთნელო პროცესში სრულად მიიღო მონაწილეობა.

„ნერიაძური“ იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩს, თანაქალაქელი „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს და აღნიშნულ შეხვედრაში იკარდის მონაწილეობის მიღება შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფორვარდი იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაშავდა და მე-15 წუთზე შეცვალეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები