პუიოლი:
Aa
Aa

პუიოლი: "ნეიმარს შეუძლია "რეალში" გადავიდეს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ"

"ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტანი კარლეს პუიოლი ესპანურ Mundo-სთან საუბრისას ნეიმარის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს შეეხო და ბრაზილიელის "რეალში" შესაძლო გადასვლაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ნეიმარს შეუძლია "რეალში" გადავიდეს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა, მიმაჩნია რომ ნეიმარი პროფესიონალი ფეხბურთელია და ამ ტრანსფერის ალბათობა ძალიან მცირეა.

ბრაზილიელს "პსჟ"-ს დატოვება გაუჭირდება. რატომ? პარიზელებს მისი შეძენა საკმაოდ ძვირი დაუჯდათ და საეჭვოა, რომ ერთი სეზონის შემდეგ მას დათმობენ.

"ბარსელონა" და "რეალი" დღესაც ორი ყველაზე ძლიერი კლუბია და როდესაც მათ დატოვებას გეგმავ, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდე.

დღეს სიტუაცია ოდნავ შეცვლილია. ახალი და საკმაოდ მდიდარი კლუბები გამოჩნდნენ, რომლებიც ფეხბურთელებს მათი სახელების მიხედვით იმატებენ და ცდილობენ კონკურენტუნარიანი გუნდები შექმნან.

დღევანდელი ფეხბურთი ჭკუიდან იშლება. სატრანსფერო ბაზარი უმართავია და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. თუ, თქვენ გინდათ, რომ სასურველი მოთამაშე დაიმატოთ, მაშინ ისეთი რამის გაკეთება მოგიწევთ, რაც წარმოუდგენლად მოსჩანს".

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის ირგვლივ ჭორები არ წყდება. ბრაზილიელ ვარსკვლავს "რეალსა" და "ბარსელონას" უკავშირებენ. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ის პარიზში ბედნიერი არ არის. ამის დასტური გასული კვირა იყო, როდესაც ფეხბურთელმა ისედაც საოცარი კონტრაქტის კიდევ უფრო გაუმჯობესება მოითხოვა.

"პსჟ"-ს ყოვლისშემძლე პრეზიდენტის ნასერ ალ ხელაიფის ოფიციალური კომენტარი ასეთია - "ნეიმარი არ იყიდება"!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები