Aa
Aa

"შვედეთის ნაკრებიდან ყოველ დღე მირეკავენ" - ზლატანი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს?

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა და ამჟამად "ლოს ანჯელეს გელექსის" შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ESPN-თან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა მან რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ ამისათვის სასურველ ფორმაში უნდა შევიდეს.

"შვედეთის ნაკრებიდან ყოველ დღე მირეკავენ და მეკითხებიან, თავს როგორ გრძნობ? რა გინდა? რას ფიქრობ? რა სიტუაციაა? მაგრამ, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაკეთდეს.

თუ, თავს კარგად ვიგრძნობ და ყველაფერი ისე წარიმართება როგორც მსურს, ამ შემთხვევაში კარი მუდამ ღიაა. ჩათვალეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ. თუ, ეს მომინდება ამის პრობლემა არ იქნება, თუმცა მზად უნდა ვიყო. სასურველ ფორმაში უნდა ვიყო.

მეორეს მხრივ, მე ფეხბურთს მოწყურებული ვარ, თამაში მსურს და როცა მე ამას დავიწყებ, შემდეგ ვნახავთ რა მოხდება".

როგორც მოგეხსენებათ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ზლატანმა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა და კარიერას "ლოს ანჯელეს გელექსიში" გააგრძელებს.

იბრას ნათქვამიდან ნათლად ჩანს, რომ მას მუნდიალზე თამაში სურს, მაგრამ იგი თავს იკავებს, რადგან სასურველ ფორმაში არ იმყოფება. "იბრაკადაბრას" ფორმის დასაბრუნებლად MLS-ში საკმაო დრო ექნება და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები