Aa
Aa

"სიფრთხილეა საჭირო" - მესიმ ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

არგენტინის ნაკრებისა და "ბარსას" ათიანმა ლეო მესიმ ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო იტალიის ნაკრებთან "ოლდ ტრაფორზე" გამართული ამხანაგური მატჩი გამოტოვა.

დღეს, მესიმ ესპანურ Sport-თან თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ეს ტრავმა, რომელიც ამჟამად ბარძაყზე მაქვს ადრეც მაწუხებდა. რა თქმა უნდა, თამაში ყოველთვის მსურს, მაგრამ მესმის რომ მოედანზე ყოველჯერზე ვერ გავალ. სიფრთხილეა საჭირო, რომ პრობლემებს თავი ავარიდო. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ყველანი შევთანხმდით, რომ იტალიასთან არ ვითამაშებდი და ეს დასვენება საშუალებას მომცემს, რომ ესპანეთთან შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყო".

როგორც არგენტინის ნაკრების მედშტაბმა განაცხადა, რომ მესის მარჯვენა ბარძაყის კუნთი უბრალოდ გადაღლილი აქვს და მას მცირე დასვენება სჭირდებოდა. "ლა პულგას" ესპანეთთან მოედანზე ყოფნის შანსები გაზრდილია, თუმცა 100%-ით ვერავინ ამბობს, რომ ლეო "ფურია როხასთან" მოედანზე იქნება.

"ატლეტიკოს" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებთა მატჩი 27 მარტს 23:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები