Aa
Aa

პიკე: „მესი ბურთის მოპოვების დაუძლეველი სურვილითაა შეპყრობილი და ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად“.

პიკემ მესისთან ერთად პირველად 13 წლის ასაკში ითამაშა, „მანჩესტერიდან“ დაბრუნების შემდეგ კი 2008 წლიდან ესპანელი არგენტინელთან ერთად „ბარსაში“ თამაშობს და საკმაოდ წარმატებული პერიოდიც აქვს.

31 წლის მცველმა „Players Tribune“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში რამდენიმე საინტერესო საკითხთან ერთად ლეოს უნიკალურობაზე და ტალანტზეც ისაუბრა.

„ხალხი ხშირად მეკითხება, რა შეგრძნება მეუფლება მესისთან ერთად თამაშისას. ლეოს დახასიათება ერთ წინადადებაში რომ მომიწიოს მას აუცილებლად უცხოპლანეტელს შევადარებდი“.

„იგი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 13 წლის ასაკში ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, ვუყურებდი მის თამაშს და ვფიქრობდი: ღმერთო, ეს ბიჭი ადამიანი არ არის, ის რაღაც განსაკუთრებული მოვლენაა, რომელიც აუცილებლად უდიდესი ფეხბურთელი გახდება“.

ხშირად მეკითხებიან რა არის ყველაზე საოცარი მის თამაშში და ელოდებიან, რომ მესის დრიბლინგის შესახებ ვიტყვი რამეს. მაგრამ მიზეზი, რის გამოც იგი საუკეთესოდ მიმაჩნია არის, ის, რასაც ლეო ბურთის არქონისას აკეთებს. თქვენ ამას ტელევიზორში ვერ ხედავთ, მაგრამ მოედანზე ყველაფერი იდეალურად ჩანს. თქვენ მისი სახე და თვალები უნდა ნახოთ, როდესაც ბურთის მოსაპოვებლად იბრძვის. მისი მზერის მსგავსი რამ სხვა არცერთი ფეხბურთელის სახეზე არ მინახავს. იგი ბურთის მოპოვების დაუძლეველი სურვილითაა შეპყრობილი და ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად.  სწორედ ამიტომ მიმაჩნია მესი საუკეთესო ფეხბურთელად“.

„მართალია, ეს არგუმენტი არც სტატიის სათაურად გამოდგება და ალბათ ვერც „Youtube”-ზე იპოვით ამ მომენტის ამსახველ კადრებს, მაგრამ ჩემთვის ეს სწორედ ის ფაქტორია, რაც მის გენალურობას განაპირობებს“.

ხერარდ პიკე: "ისე შემეშინდა კინაღამ ჩავ***ი"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები