Aa
Aa

უსეინ ბოლტი „დორტმუნდში“ თამაშს უმიზნებს?

მარკო როისი, მარიო გიოტცე და... უსეინ ბოლტი???

ხუთშაბათს სინგნალ იდუნა პარკზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა დორტმუნდის ბორუსიასთან ერთად ივარჯიშა.

100 მეტრის მანძილზე სირბილში მსოფლიო რეკორდის მფლობელს ფეხბურთელობა უკვე დიდი ხანია სურს და მისი ოცნება მანჩესტერ „იუნაიტედში“ თამაშია. დორტმუნდის ხელმძღვანელობამ კი მას ვარჯიშზე საკუთარი ძალების მოსინჯვის შანსი მისცა. გერმანულ კლუბსა და უსეინ ბოლტს ერთი და იგივე კომპანია, „პუმა“ ასპონსორებს და მათი დაკავშირებაც სწორედ ამ გზით მოხდა.

ბოლტმა დორტმუნდის ბაზაზე ვარჯიშით დიდი სიამოვნება მიიღო და კლუბის ფეხბურთელებიც გაიცნო, რომლებიც ვინ იცის, შესაძლოა ერთ დღეს მისი თანაგუნდელებიც კი გახდნენ.

მოედანზე ვარჯიშის გარდა, იამაიკელმა მძლეოსანმა ფეხბურთელებთან ერთად დორტმუნდი დაათვალიერა.

31 წლის უსეინ ბოლტმა ივნისში საქველმოქმედო მატჩში უნდა მიიღოს მონაწილეობა, სადაც ის რობი უილიამსის გუნდს ეთამაშება. მანამდე კი ის დორტმუნდის ბაზაზე კიდევ არაერთხელ ივარჯიშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები