ბასილაშვილმა მაიამიში გამარჯვებით დაიწყო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის მასტერსი ტომაზ ფაბიანოსთან გამარჯვებით დაიწყო.
შეხვედრაში ფავორიტად იტალიელი ითვლებოდა, რომელმაც პირველი სეტი 6:1-ზე აიღო, რის შემდეგაც ბასილაშვილმა თამაშში გარდატეხა შეიტანა და მეორე სეტი 6:2 მოიგო.
გადამწყვეტ მე-3 პარტიაში, ქართველმა პირველსავე გეიმში შესრულებული ბრეიკის უპირატესობა მე-6 გეიმში დაკარგა, რამაც საქმე 5:5-მდე მიიყვანა. აქ უკვე ნიკოლოზმა კიდევ ერთხელ მოუმატა, მეტოქის ჩაწოდება აიღო, რამაც გამარჯვების საშუალება მისცა - 1:6 6:2 7:5.
ტურნირის შემდეგ რაუნდში, ბასილაშვილი სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონს დაუპირისპირდება, რომელმაც პირველი წრე გამოტოვა და თამაშს დასვენებული ხვდება.
ბასილაშვილი და ანდერსონი ერთმანეთში პირველ ურთიერთშეხვედრას გამართავენ. მათი მატჩი 24 მარტსაა ჩანიშნული.