5 მომენტი, როდესაც ალექს ფერგიუსონი საკუთარ ფეხბურთელებს დაუპირისპირდა
Aa
Aa

5 მომენტი, როდესაც ალექს ფერგიუსონი საკუთარ ფეხბურთელებს დაუპირისპირდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ, რამდენიმე დღის წინ ლუკ შოუ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, რამაც დაგვანახა, რომ 22 წლის მცველის მომავალი „ოლდ ტრაფორდთან“ ნამდვილად არაა დაკავშირებული. მოურინიო “მანჩესტერის” კრიტიკას განაგრძობს და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდი ცვლილებებისთვის ემზადება

„იუნაიტედის“ ისტორიაში ბევრი მომენტი შეიძლება ვიპოვოთ, როდესაც მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის დაპირისპირებამ საჯარო ხასიათი მიიღო. განსაკუთრებით ამ მხრივ ალექს ფერგიუსონი გამოირჩეოდა. ლეგენდარული შოტლანდიელისთვის ავტორიტეტის ცნება არ არსებობდა და გადამწყვეტი გუნდში იდილიის შენარჩუნება იყო.

გთავაზობთ 5 მომენტს, როდესაც შოტლანდიელი საკუთარ ფეხბურთელებს დაუპირისპირდა

2001 წელი, იაპ სტამი

ფერგიმ სტამი 16 მილიონად ლაციოში გაუშვა, მიზეზი კი მისი ავტობიოგრაფიული წიგნი იყო, სადაც სტამმა ძმები ნევილები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ალექსი სტამის „პსვში“ ყოფნისას გუნდის ზურგსუკან ახორციელებდა სატრანსფერო მოლაპარაკებებს.

აღსანიშნავია, რომ ფერგიმ შემდეგში სტამის გაყიდვა თავის ერთ-ერთ შეცდომად აღიარა.

2003 წელი, დევიდ ბექჰემი

სერ ალექსს თავისი ფეხბურთელებისთვის იდეალურად ჩუმ და წყნარ ცხოვრებას მიიჩნევდა, თუმცა ბექჰემისთვის ეს ორი ცნება აბსოლუტურად მიუღებელი იყო.

ინგლისელის მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი ფერგიუსონს არ სიამოვნებდა, რამაც საბოლოოდ ორ ლეგენდას შორის დაპირისპირება გამოიწვია.  შოტლანდიელმა სპეციალისტმა ბექჰემს ბუცი ესროლა და წარბი გაუხეთქა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი დევიდი გაფრთხილების გარეშე რეალში 37 მილიონ ევროდ გაუშვა.

2005 წელი, როი კინი

როი კინი გუნდიდან მაშინ გაუშვეს, როდესაც მანჩესტერის ოფიციალური არხისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარი გუნდელები სასტიკად გააკრიტიკა. აღნიშნული ინტერვიუ იმდენად პრობლემატური იყო, რომ ტელევიზიაშიც კი არ გასულა. ეს ყველაფერი ბუნებრივია არ გამოპარვია ფერგიუსონს, რომელმაც კინი სათანადოთ დასაჯა და რამდენიმე დღის შემდეგ „სელტიკში გაუშვა.

2006 წელი, რუდ ვან ნისტელროი

ფერგისა და ნისტელროის შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც ლიგის თასის ფინალში შოტლანდიელმა რუდი სათადარიგო სკამზე დატოვა. კონფრონტაციის პიკი სავარჯიშო მოედანზე ნისტელროისა და რონალდუს დაპირისპირება აღმოჩნდა, რომლის შემდეგაც ფერგიმ ნისტელროი ზაფხულში "რეალში" გაუშვა.

2007 წელი, გაბრიელ ჰაინცე

ჰაინცემ მოისურვა, ის, რისი გაკეთებაც 1964 წლის შემდეგ არავის უცდია. არგენტინელს „მანჩესტერის“ მოსისხლე მტერში - „ლივერპულში“ გადასვლა მოუნდა. რა თქმა უნდა ალექსმა პრინციპების გამო ეს ტრანსფერი დაბლოკა და გარკვეული დროის გასვლის  შემდეგ გაბრიელი „რეალში“ გაუშვა. ფეხბურთელს და მწვრთნელს შორის დაძაბული ურთიერთობა დღემდე არ გამოსწორებულა.

გარი ნევილმა „მანჩესტერის“ პრობლემებზე ისაუბრა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები