ინიესტა:
Aa
Aa

ინიესტა: "არ მსურს, რომ მხოლოდ ჩემი წარსული დამსახურებების გამო ვთამაშობდე"

ანდრეს ინიესტას „ბარსელონური“ კარიერა დასასრულს უახლოვდება.

„ჩელსისთან“ შეხვედრის შედმეგ ინიესტას განცხადებამ, კატალონიური კლუბის ქომაგებში ვნებათაღელვა გამოიწვია.

33 წლის ესპანელმა განაცხადა, რომ აპრილის ბოლოს საკუთარ კარიერაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ყველაფერი ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. თუ, ფორმასი ვიქნები და ტრავმები თავს აღარ შემაწუხებს, ასეთ შემთხვევაში „ბარსელონას“ დატოვებას არ ვგეგმავ. მე უნდა ვიყო კონკურენტუნარიანი. თუ, ვერ ვიქნები, მაშინ გუნდს დავტოვებ.

თავში ბევრი აზრი მიტრიალებს. რამდენიმე კვირაში ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღო.

ყველაფერი მაინც ფიზიკურ ფორმას უკავშირდება და თუ ტრავმები ხელს არ შემიშლის, „ბარსას“ მაისურით კიდევ მინიმუმ ორ სეზონს ვითამაშებ.

გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ მისთვის ჩემი თავის 100%-ით მიძღვნა არ შემეძლება.

რთული გადაწყვეტილების მიღეა მომიწევს, თუმცა სიმშვიდეს ვინარჩუნებ. წლევანდელ სეზონში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“.

ინიესტა სანაკრებო თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ „ფურია როხას“ მაისურით ეს მისი ბოლო ტურნირი იქნება.

„რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემი სანაკრებო კარიერის ბოლო ტურნირი იქნება. არ მსურს, რომ ნაკრებში მხოლოდ ჩემი წარსული დამსახურებების გამო ვთამაშობდე“.

„ბარსელონას“ ყველა მოთამაშე და მთელი ბორდი ინიესტას დარწმუნებას ცდილობს. კლუბში არავის სურს, რომ ანდრესმა კარიერა ამერიკაში, ან აზიაში გააგრძელოს.

საბოლოოდ, ყველაფერი აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები