გარი ნევილმა „მანჩესტერის“ პრობლემებზე ისაუბრა
Aa
Aa

გარი ნევილმა „მანჩესტერის“ პრობლემებზე ისაუბრა

„იუნაიტედმა“ წლევანდელ სეზონში სატრანსფერო ბაზარზე დიდი რაოდენობის თანხა დახარჯა, თუმცა ამან „ეშმაკებს“ ვერ უშველა და გუნდს მხოლოდ ასოციაციის თასის მოგების შანსებიღა შერჩა.

„წითლების“ პრობლემებს სტატია მიუძღვნა გარი ნევილმა

„მანჩესტერის“ მთავარი პრობლემა არა ინდივიდუალური წარუმატებლობა, არამედ სტაბილურობა და კონცენტრაციის ნაკლებობაა. მოურინიოს გაწვრთნილი გუნდების უმრავლესობას სეზონის რაღაც ეტაპზე აღნიშნული საკითხი ყოველთვის ახასიათებდა. ეს ყველაფერი იდეალურად „ლივერპულთან“ და „სევილიასთან“ მატჩებში გამოჩნდა. „მერსესაიდელებთან“ „იუნაიტედმა“ წლის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ესპანელებთან აბსოლუტურად განსხვავებული „მანჩესტერი“ ვიხილეთ.

 

ლუკ შოუ

სიმართლე გითხრათ მიმაჩნია, რომ ლუკ შოუს საკითხი „მანჩესტერის“ პრობლემებიდან ყურადღების გადატანის საშუალებაა. იგი შესანიშნავი ფეხბურთელია და საკმაოდ დიდი საფეხბურთო პოტენციალიც გააჩნია. სხვა გუნდებს თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც შოუზე გაცილებით ნაკლები ნიჭის პატრონნი არიან მაგრამ მაინც სტაბილურად ასპარეზობენ. იმედი მაქვს ლუკი აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს „მანჩესტერის“ სასტარტო შემადგენლობაში. ძალიან სამწუხარო იქნება თუ იგი გუნდიდან საკუთარი ტალანტის გამოვლენის გარეშე წავა.

პოლ პოგბა

პოლ პოგბას ნიჭში და შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება. თუმცა, ერთადერთი, რაც მას აკლია სტაბილურობაა. თუ იგი მატჩისას უფრო მეტად კონცენტრირებული საკუთარი თამაშის ხარისხზე იქნება, დარწმუნებული ვარ წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

ერთადერთი, რაც კრიტიკოსებს გააჩუმებს მიღწეული შედეგია.

„იუნაიტედი“ არაა ისეთი გუნდი, რომელიც გულშემატკვირებისკენ, მსაჯებისკენ ან მწვრთნელებისკენ უნდა იშვერდეს თითს. აუცილებელია „ეშმაკებმა“ თამაშის ხარისხს მოუმატონ, რაც ავტომატურად მოიტანს წარმატებას.

„მანჩესტერს“ ასოციაციის თასის მოგების შანსი აქვს და სეზონის დასაწყისში თუ მკითხავდით იქნებოდა თუ არა მეორე ადგილი და ასოციაციის თასი „იუნაიტედისთვის“ კარგი შედეგი? ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დადებითად გიპასუხებდით. უდავოა, რომ შარშანდელ სეზონთან შედარებით მათ სერიოზული პროგრესი აქვთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ საკუთარი პოტენციალის გამოყენებას „ეშმაკები“ ბოლომდე მაინც ვერ ახერხებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები