Aa
Aa

განსაკუთრებული ბუცები მუნდიალისთვის - "ნაიკმა" რონალდუს ახალი ამუნიცია დაუმზადა

„ნაიკმა“, კრიშტიანუ რონალდუს ახალი ბუცები დაუმზადა, რომელსაც პორტუგალიელი სეზონის დარჩენილ შეხვედრებსა და მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენებს. ამუნიციას, ფეხბურთელის ინიციალები, მისი ქვეყნის ფერებში აწერია.

რონალდუს თავისი ახალი ბუცები მოეწონა, რაც ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა.

როცა საკუთარი ქვეყნისთვის თამაშობ, გსურს, რომ მოიგო და მისი ფერები დაიცვა. როცა პორტუგალიისთვის ვიხარჯები, თავს კარგად ვგრძნობ, თანაც მხოლოდ მე არა - ჩემი ოჯახი და მეგობრები.

ეროვნული გუნდის კაპიტონობა, ჩემთვის საამაყოა. რა თქმა უნდა, ბრწყინვალეა, რომ ქვეყნის უპირველეს გუნდს გაუძღვე. მე ერთ-ერთი ასაკოვანი ფეხბურთელი ვარ - ბევრი სანაკრებო მატჩით, ბევრი გოლით და ბევრი ყველაფრით“.

33 წლის სუპერვარსკვლავი, ახალ ბუცებს პირველად, პარასკევს, ეგვოპტესთან ამხანაგური მატჩისას მოირგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები