ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა ფეხბურთიდან მოკვეთონ
Aa
Aa

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა ფეხბურთიდან მოკვეთონ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა სკანდალში გაეხვეს. საუბარია ახალ ევროპულ ბუკმეიკერულ კომპანიასა და იბრაჰიმოვიჩს შორის კავშირზე. გამოძიება ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დაიწყო და მათი წარმომადგენლის განცხადებით შესაძლოა საქმეში შვედი ფეხბურთელის დანაშაული გამოიკვეთოს.

გავრცელებული ცნობით ზლატანი კომპანია BetHard-ს ბაზარზე გასვლაში დაეხმარა. ახალი ბუკმეიკერული კომპანიის მიზანია ევროპის წამყვანი ტოტალიზატორი გახდეს.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია იკვლევს დაარღვია თუ არა 36 წლის თავდამსხმელმა ასოციაციის უმკაცრესი წესები, რომელიც ბუკმეიკერულ კომპანიასა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობებს მაქსიმალურად ზღუდავს.

იმ შემთხვევაში თუ იბრაჰიმოვიჩის ბრალეულობა გამოიკვეთება, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია თავდამსხმელს, კომპანიასთან ყველა არსებული კავშირის გაწყვეტას მოსთხოვს და შესაძლოა ფულადი სანქციებიც დააკისროს.

ფეხბურთელებს, მენეჯერებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, კლუბების მფლობელებსა და საფეხბურთო სამყაროს სხვა ოფიციალურ პირებს მატჩებზე, ტრანსფერებზე და სხვა ნებიზმიერ პოზიციაზე ფსონების განთავსება ეკრძალებათ. გარდა ამისა საბუკმეიკერო კანტორებთან მათი ურთიერთობა მაქსიმალურად მინიმალიზებულია.

გარდა ამისა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ფეხბურთელებს ტოტალიზატორების რეკლამირებასა და მათ კამპანიებში მონაწილეობის მიღებას უკრძალავს. გავრცელებული ცნობით იბრაჰიმოვიჩს სწორედ ამ ასპექტში ედავებიან.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის წესდება: „პირადი მიზნებისთვის მოქმედ, თითოეულ მოთამაშეს, ეკრძალება ნებისმიერი კომპანიის რეკლამირება და მის კამპანიებში მონაწილეობის მიღება, რომლებიც ფსონებს იღებენ.“

ამ წესის დარღვევის გამო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ, 6 თვით ფეხბურთიდან მოთამაშე, ჯოი ბარტონი მოკვეთა. ბარტონი ტოტალიზატორებში ფსონებს 10 წლის მანძილზე აკეთებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები