რაულმა მწვრთნელობა გადაწყვიტა
Aa
Aa

რაულმა მწვრთნელობა გადაწყვიტა

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი რაულ გონსალესი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს.

„რეალის“ დიადი კაპიტანი აპრილში პირველ საგანმანათლებლო კურსებს გაივლის, რის შემდეგაც ასაკობრივი გუნდის გაწვრთნის უფლება ექნება.

როგორც იწერება, მას შემდეგ, რაც რაული ლიცენზიას აიღებს, იგი „რეალის“ ახალგაზრდული B გუნდის მწვრთნელის პოსტზე, ალვარო ბენიტოს ჩაანაცვლებს.

რაული ივლისიდან მოყოლებული „სამეფო კლუბის“ დირექტორთა საბჭოში მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები