Aa
Aa

"მილანი" კუტრონესთან გაახანგრძლივებს?

Sky Italia-ს ცნობით, „მილანი“ თავის 20 წლის თავდამსხმელ პატრიკ კუტრონეს, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა.

„შავ-წითლებმა“ კუტრონეს გაუმჯობესებული პირობები და 2023 წლამდე გაწერილი ხელშეკრულება შესთავაზეს, რომლის თანახმადაც, მისი წლიური ანაზღაურება 1.1 მილიონ ევრომდე გაიზრდება, თანაც ამ თანხაში ბონუსები არ შედის.

როგორც ირკვევა, წინაღობები არ არსებობს და მხარეები ამ ყველაფრის შესახებ ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ.

პატრიკ კუტრონე „მილანში“ 8 წლის ასაკში მივიდა და საფეხბურთო განათლება მთლიანად „როსონერიში“ მიიღო. იგი ლომბარდიელთა ძირითად გუნდში გასული წლიდან თამაშობს და სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 7 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები