დიბალამ და სიმეონემ მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში ისადილეს
Aa
Aa

დიბალამ და სიმეონემ მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში ისადილეს

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა პაულო დიბალამ და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავკაცმა დიეგო სიმეონემ ერთად ისადილეს.

Radio Marca-ს ინფორმაციით, სიმეონე დიბალას რამდენიმე წუთის განმავლობაში ელოდებოდა, თუმცა ახალგაზრდა შემტევი მადრიდში არსებულ იაპონურ რესტორან „კაბუკიში“ მალევე გამოცხადდა.

Football-Italia წერს, რომ სიმეონე დიბალას, ანტუან გრიზმანის შემცვლელად მოიაზრებს და სწორედ ამის შესახებ ესაუბრა, თუმცა რამდენად მოინდომებს „იუვენტუსიდან“ „როხიბლანკოში“ გადასვლას ფეხბურთელი, ამაზე ჯერჯერობით ცნობები არ ვრცელდება.

არადა, როცა გაირკვა, რომ დიბალა მადრიდში ჩასვლას აპირებდა, ესპანურმა პრესამ დაწერა, რომ იგი „რეალის“ წარმომადგენლებს შეხვდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები