Aa
Aa

"ისლამური სახელმწიფო" მესის ხელმეორედ დაემუქრა

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 85 დღეა დარჩენილი, თუმცა უსაფრთხოების საკითხების გარშემო მითქმა-მოთქმა კვლავ არ წყდება. ინგლის-რუსეთის სკანდალის შემდეგ ამჯერად რეზონანსი. „ISIS“-ის პოსტერმა გამოიწვია.

რამდენიმე დღის წინ “Wafa Media Foundation“-მა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ საინფორმაციო წყაროა, გაავრცელა სურათი, სადაც არგენტინელი ვარსკლავი, ლეო მესი, „ლუჟნიკების“ სტადიონზეა დაჩოქილი და მის გვერდით “ISIS”-ის წევრი ჯიჰადისტი დგას, რომელიც მის მოკვლას აპირებს.

 

„ლუჟნიკებზე“ მუნდიალის 7 შეხვედრა გაიმართება: რუსეთი - საუდის არაბეთი, პორტუგალია - მაროკო, დანია - საფრანგეთი, გერმანია - მექსიკა, ერთი მერვედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი.

არგენტინული ფეხბურთის მესვეურებმა “ISIS”-თან დაკავშირებული საკითხები რუს ელჩებთან განიხილეს და მუნდიალის ორგანიზატორებს მაქსიმალური უსაფრთხოების ზომების მიღება მოთხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ეს „ისლამური სახელმწიფოს“ პირველი მუქარა არაა. აქამდე “ISIS”-მა ნეიმარის, მესის, კრიშტიანუ რონალდუს და ასენსიოს მსგავსი ტიპის ფოტოები გამოაქვეყნა.

 

შეგახსენებთ, რომ ეს „ისლამური სახელმწიფოს“ პირველი მუქარა არაა. აქამდე “ISIS”-მა ნეიმარის, მესის, კრიშტიანო რონალდუს და ასენსიოს მსგავსი ტიპის ფოტოები გამოაქვეყნა.

 

მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს აიღებს და რუსეთის 11 ქალაქში ჩატარდება.

ასევე იხილეთ - მესის უცნობი ისტორია - არჩევანი იტალიის, ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის და პირველად და საჯაროდ - მესიმ თავის რთულ ბავშვობაზე. ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები